H1N1 ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით საქართველოში გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაღუპული 10 თვის ბავშვია, რომელსაც ე.წ. ღორის გრიპთან ერთად, წითელას დაავადებაც ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, მედიკოსებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს, საქართველოში ვირუსით გარდაცვალების მე-16 შემთხვევაა.    

მეტი

“ღორის გრიპის” ვირუსით დღეს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

“ღორის გრიპის” ვირუსით დღეს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით, დღეს დილით, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშიც. პაციენტი ბათუმში, ლანჩხუთიდან გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა დღეს ქუთაისის კლინიკაშიც, რომელსაც ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი დაუდგინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დეკემბრის თვიდან დღემდე H1N1-ით გარდაცვალების 15 შემთხვევა დადასტურდა.

მეტი

H1N1 ვირუსით ქუთაისის კლინიკაში 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით ქუთაისის კლინიკაში 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით, ქუთაისის კლინიკაში 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 9 დღის განმავლობაში, ჩოხატაურელი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, ვირუსი გართულდა, რადგან მათ შვილს ეპილეფსია ჰქონდა. “მისი ფეხით ჩავიყვანე. ბავშვს ეპილეფსია ჰქონდა და მოერია ეს დაავადება. რეანიმაციაში იწვა პირველივე დღიდან. ექიმებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და თან გადაგვყვნენ. პრეტენზია მე არ მაქვს,”- განაცხადა “რუსთავი 2”-თან გარდაცვლილის მამამ, გია ბერძენიშვილმა. ჯანდაცვის სამინისტროს ამ დროის მონაცემებით,  H1N1  ვირუსით…

მეტი

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, ღორის გრიპის მიზეზით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას შეზღუდავს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, ღორის გრიპის მიზეზით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას შეზღუდავს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას, ღორის გრიპის მიზეზით შეზღუდავს. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და სასაზღვრო სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მდებარე გამშვებ პუნქტზე საკარანტინო ღონისძიებები გატარდება. ასევე შეიზღუდება მოსახლეობის გადაადგილება, იმ მიზნით რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაავადებული ადამიანების შესვლა თავიდან იყოს აცილებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე H1N1 გრიპის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მეტი

გორში, ვირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გორში, ვირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გრიპის ვირუსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა გორში. კლინიკა “გორმედში” სულ ცოტა ხნის წინ, 35 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში “ღორის გრიპის” ვირუსის ნიშნებით პარასკევს მოათავსეს. როგორც კლინიკის დირექტორი, დავით ყაზაიშვილი “რუსთავი 2”-თან საუბარში განმარტავს, მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა, დღეს კი ფატალური შედეგი დადგა. – გორში, კლინიკა “გორმედში” ცოტა ხნის წინ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გრიპის ვირუსის სიმპტომებით პარასკევს შევიდა. მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა, დღეს კი ფატალური შედეგი დადგა. ჯერ-ჯერობით, H1N1 ტიპის ვირუსი…

მეტი

გრიპის ვირუსმა საქართველოში 8 ადამიანი იმსხვერპლა

გრიპის ვირუსმა საქართველოში 8 ადამიანი იმსხვერპლა

H1N1 ტიპის ვირუსით საქართველოში უკვე 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზი – სამედიცინო დაწესებულებისადმი პაციენტების დაგვიანებული მიმართვა და თანდართული დაავადებები იყო. გარდაცვლილთაგან ერთი ორსული ქალია, ერთ ახალგაზრდა მამაკაცს მძიმე პნევმონია ჰქონდა, დანარჩენ 6-ს კი – სხვა ქრონიკული დაავადებები. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველებისა და ორსულებისთვის ანტივირუსული პრეპარატის – “ტამიფლუს” გაცემას, საკუთარი მარაგიდან, უსასყიდლოდ აგრძელებს. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით, პრეპარატის აღება მუნიციპალიტეტების…

მეტი