ნოდარ მეტრეველი: ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ყველა წონაში გვექნება

ნოდარ მეტრეველი: ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ყველა წონაში გვექნება

ძიუდოისტთა ნაკრებმა აგვისტოში, ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. სწორედ იმ დარბაზში, სადაც წელს პლანეტის პირველობა ჩატარდა, მომავალ წელს სპორტსმენები ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ. სამწუხაროა, რომ ეროვნული გუნდის ლიდერები, გურამ თუშიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს მედლების გარეშე დაემშვიდობნენ, თუმცა, ნაკრების თავკაცი, ნოდარ მეტრეველი, „ოლიმპიური დღიურებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ტრაგედია არ მომხდარა და ორივესგან, მომავალ წელს ოქროს მედალს ელოდება. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავდაჯერებულია და აცხადებს, რომ მის გუნდს ტოკიოს…

მეტი

გურამ თუშიშვილი ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებულია

გურამ თუშიშვილი ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებულია

გურამ თუშიშვილის ტრიუმფით დასრულდა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს გრან პრი. ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ოქროსთვის ფინალში, მასპინძელი ბეკმუროდ ოლტიბოევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. -90კგ წონით კატეგორიაში, ფინალში გასვლა ვერ შეძლო ლაშა ბექაურმა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა. ტაშკენტის გრან პრიზე, სულ ორი ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

მეტი

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილიც უმედლოდ დარჩა

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილიც უმედლოდ დარჩა

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100+კგ) უმედლოდ დარჩა. იმის ფონზე, რომ ქართველი ფალავანი ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, იაპონელ ჰარასავასთან დიდ უპირატესობას ფლობდა, ძალიან მოულოდნელი გამოდგა მისი მარცხი და კიდევ უფრო მოულოდნელი ის, რომ მან მედლის მოპოვება საერთოდ ვერ მოახერხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, გურამ თუშიშვილი ჰოლანდიელ როი მეიერთან ვაზარით დამარცხდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონი -60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ…

მეტი

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

მსოფლიო ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი (+100კგ), ტოკიოში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ქართველმა ფალავანმა, ნახევარფინალამდე ყველა შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად გაიარა. ფინალის საგზურისთვის თუშიშვილი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეერკინა და დაწყების მომენტიდან უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა დაპირისპირების დასრულებამდე 1 წუთი და 20 წამით ადრე, ჰარასავას მოძრაობაზე ჩაყვა, მსაჯებმა კი იპონი დააფიქსირეს. ამრიგად, გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს და ის ჰოლანდიელ როი მაიერს შეერკინება.

მეტი

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100კგ) ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ნახევარფინალამდე, ქართველმა ფალავანმა ჰოლანდიელი კუმარ შუბჰამი, ტაჯიკი ტემურ რახიმოვი და ასევე ჰოლანდიელი, ჰენკ გროლი ჩამოიცილა და ფინალში გასასვლელად იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას დაუპირისპირდება. იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის არც თუ წარმატებული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) პირველივე საშეჯიბრო დღეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო, ხოლო ლუკა მაისურაძემ (-81კგ) – ბრინჯაო, ნაკრების ლიდერები, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი…

მეტი

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ლიპარტელიანმა ნახევარფინალში გამსვლელი შეხვედრა პორტუგალიელ ფონსეკასთან დათმო და ახლა მესამე ადგილისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად, რეპეშაჟში ჰოლანდიელ მიხაელ კორელს შეერკინება. საქართველოს ნაკრებისთვის გუშინდელი საშეჯიბრო დღეც უიღბლო გამოდგა. ბექა ღვინიაშვილმა მარცხი განიცადა და მედლალს ვერ შეწვდა. ხვალ, მსოფლიო პირველობის საფინალო დღეს, ტატამზე მოქმედი ჩემპიონი, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი გამოვა.  

მეტი

მინსკიდან ტოკიომდე უცვლელად – ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაირაზმა

მინსკიდან ტოკიომდე უცვლელად – ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაირაზმა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 10 კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით, ქალთა ნაკრებიდან, საქართველოს ღირსებას, ძიუდოს სამშობლოში, მხოლოდ ტეტიანა ლევიცკაია-შუკვანი (-52კგ) დაიცავს. მამაკაცთა შემადგენლობა კი მინსკის ოლიმპიური თამაშების იდენტურია. კაცები: -60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან პაპინაშვილი -66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი -73კგ: ლაშა შავდათუაშვილი -81კგ: ლუკა მაისურაძე -90კგ: ბექა ღვინიაშვილი -100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი +100კგ: გურამ თუშიშვილი ქალები: -52 კგ ტეტიანა ლევიცკაია-შუკვანი ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით…

მეტი

სეოკ-ში ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს

სეოკ-ში ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს – სპორტსმენებს, მათს მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებს. სტუმართა შორის იყვნენ ვეტრანი სპორტსმენები, პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, მსაჯები, სპორტის გულშემატკივრები. შეხვედრას უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან გაიხსენა ახლახანს დამთავრებული ევროპული თამაშების პერიპეტიები, მაღალი შეფასება მისცა ქართველ სპორტსმენთა გამოსვლას ამ მნიშვნელოვან მულტისპორტულ შეჯიბრებაში, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას და პიროვნებას, ვინც უზრუნველყო…

მეტი

გურამ თუშიშვილმა რუს ტასოევს მოუგო და მინსკის თამაშების ჩემპიონი გახდა

გურამ თუშიშვილმა რუს ტასოევს მოუგო და მინსკის თამაშების ჩემპიონი გახდა

მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100) მინსკის ევროპული თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ოქროს ფინალში ქართველმა ფალავანმა რუს ინალ ტასოევს იპონით მოუგო და ძიუდოისტთა ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა, ოლიმპიურ ნაკრებს კი – მეექვსე. ოქროს ფინალში, რუს ადამიანთან დათმო თავისი შეხვედრა ვარლამ ლიპარტელიანმა და ვერცხლს დასჯერდა. ფოტო: მოგვერდი  

მეტი

რევანში აღებულია – გურამ თუშიშვილმა გროლი დაამარცხა და ფინალშია

რევანში აღებულია – გურამ თუშიშვილმა გროლი დაამარცხა და ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი(+100კგ), ევროპის ჩემპიონატისა და მინსკის ევროპული თამაშების ფინალში გავიდა. ოსაკაში განცდილი მარცხისთვის, თუშიშვილმა ჰოლანდიელ გროლთან შური ბელარუსის დედაქალაქში იძია და მას იპონით მოუგო. ოქროს ფინალში, გურამ თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურსა და რუს ტასოევს შორის გამარჯვებულს შეერკინება. ოქროსთვის იჭიდავებს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელიც ურთიერთობებს რუს კარენ ადამიანთან გაარკვევს.

მეტი
1 2