გურამ კაშია: განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო

გურამ კაშია: განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე კაპიტანი, გურამ კაშია, თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გურამ კაშია ფოტოს აქვეყნებს საქართველოს დროშით და წერს, რომ თბილისში განვითრებული მოვლენების გამო განიცდის. “განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო და ვინც რაიმე სახის დაზიანება მიიღო, მინდა, ყველას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. #რუსეთიოკუპანტია – მას ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი აქვს ოკუპირებული”, – წერს გურამ კაშია.

მეტი

გურამ კაშია: მე მჯერა ადამიანების სიკეთის

გურამ კაშია: მე მჯერა ადამიანების სიკეთის

სოციალური კამპანია – “ძლიერები არ ძალადობენ”, რომელსაც კომპანია PRMC და ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის” ახორციელებს, ახალი წლიდან საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. ბულინგის წინააღმდეგ მასშტაბური სოციალური პროექტი, გასული წლის სექტემბრიდან, დედაქალაქის კერძო და საჯარო სკოლებში დაიწყო და უკვე ფართო გამოხმაურება ჰპოვა. კამპანიაში, კეთილი ნების ელჩის სტატუსით, ცნობილი ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ჩაერთნენ. წლის ბოლოს, პროექტის პირველი ეტაპის დასასრულს, საქველმოქმედო აუქციონიც გაიმართა, სადაც ლეგენდარული სპორტსმენების ისტორიული ნივთები გაიყიდა. შენაძენიდან შემოსული თანხა – 43 ათასი ლარი, საოკუპაციო…

მეტი

კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, გურამ კაშია სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, გურამ კაშია სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

კომპანია PRMC-ის სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, ბრიტანულ-ქართულ აკადემიას კამპანიის კეთილი ნების ელჩი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ეწვია. მასთან ერთად, სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე  შალვა გოგოლაძე და თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები სტუმრობდნენ. გურამ კაშიამ მოზარდებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს,  საფეხბურთო კლუბის წევრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა. სოციალური პროექტი – „ძლიერები არ ძალადობენ“, სლოგანით –  „არ…

მეტი

“იყავი ძლიერი და ტოლერანტული” – გურამ კაშია ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა

“იყავი ძლიერი და ტოლერანტული” – გურამ კაშია ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა

ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ამერიკული “სან ხოსეს” მცველი კურამ კაშია კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა. “ჩემო უმცროსო მეგობარო, იყავი ძლიერი, იყავი ტოლერანტული. არასოდეს დასცინო, არასოდეს დაჩაგრო, არასოდეს მიუთითო მის ნაკლზე. ერთი წუთით შეჩერდი და დაფიქრდი, თუ რას იგრძნობდი შენ მათ ადგილზე”, – ამბობს ცნობილი ფეხბურთელი ვიდეომიმართვაში, რომელიც კამპანიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. გურამ კაშია 2018 წლის 30 აგვისტოს UEFA-ს სპეციალური პრიზის – #Equalgameaward -ის მფლობელი გახდა. თანასწორობის ჯილდო მას უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ…

მეტი