ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მეოთხე მედალი ნაკრებს ელიზბარ ოდიკაძემ შემატა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინის სახელით მოასპარეზე  მურაზ მჭედლიძე 5:0 დაამარცხა. ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედლები გივი მაჭარაშვილმა (125კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო – ავთანდილ კენჭაძემ (74კგ). ხვალ, მინსკში ევროპულ თამაშებზე ბერძნულ-რომაული დღეები იწყება. პირველები ასპარეზობაში 60, 67 და 77 კგ კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვდრებს…

მეტი

გივი მაჭარაშვილი მინსკის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

გივი მაჭარაშვილი მინსკის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მაჭარაშვილი, გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გენო პეტრიაშვილის არყოფნაში, აბსოლუტურ წონაში გადაწიეს და მას, ნაცვლად 97 კილოსი, 125 კილოში უწევდა ასპარეზობა. როგორც ჩანს, მწვრთნელების ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა კიდეც, მაჭარაშვილი ტურნირის ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ფინალში, მაჭარაშვილი რუს ანზორ ხიზრიევს შეერკინა, რომელიც ქართველზე მთელი თავით მაღალია და 23 კილოთი მძიმე. მიუხედავად მეტოქის ამხელა უპირატესობისა, მაჭარაშვილმა ტოლი არ დაუდო ხიზრიევს…

მეტი

გივი მაჭარაშვილი ევროპული თამაშების ფინალშია

გივი მაჭარაშვილი ევროპული თამაშების ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125კგ) მინსკის ევროპული თამაშების ფინალშია. ნახევარფინალში, ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ჯამალუდინ მაგომედოვი 4:2 დაამარცხა და პირველია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, ვინც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ხვალ. აღსანიშნავია, რომ მაჭარაშვილი 97 კგ წონით კატეგორიაში გამოდის და თავისზე 23 კილოთი მეტ მეტოქეს სძლია. ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ხვალ ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და ლაშა ლომთაძე (57კგ).    

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ოქრო მოიპოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ოქრო მოიპოვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც, ზურაბ ჭიღლაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა ყველა ქვეყანაზე მეტი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 3 ოქრო და 1 ბრინჯაო –  ასეთია საქართველოს ეროვნული გუნდის მონაგარი. მსოფლიოს ჩემპიონები ძმები – ავთო (74 კგ) და ნიკა (79 კგ) კენჭაძეები გახდნენ, ასევე ოქროს მედალი მოიპოვა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), მძიმეწონოსანი როლანდ ანდრიაძე კი ბრინჯაოს დაეუფლა. საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა 108 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა, მედლების სინჯის მიხედვით, საქართველო…

მეტი

ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონები არიან

ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონები არიან

თვისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წევრმა, ნიკა კენჭაძემ (79კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97კგ), რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 23-წლამდელებს შორის, ოქროს მედლები მოიპოვეს. გივი მაჭარაშვილს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, 2 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. მან ამერიკელ კოლინ მოორის, აშკარა უპირატესობით – 10:0 სძლია. მაჭარაშვილამდე, ოქროს მედალი ნიკა კენჭაძემ მოიპოვა, რომელმაც რუს გაჯი ნაბიევს 3:2 მოუგო. დღეს, მესამე ოქროს მედლისთვის ავთანდილ კენჭაძე იჭიდავებს, რომელმაც, უფროსებს შორის, ბუდაპეშტში,  ერთი თვის წინ, მეორე ადგილი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული…

მეტი