6 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტების ფენომენალური შედეგი ევროპირველობაზე

6 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტების ფენომენალური შედეგი ევროპირველობაზე

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ფინეთის ქალაქ ვანტაამ უმასპინძლა, ფენომენალური შედეგი დააფიქსირა. ჯამში, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გოგონებიდან კი უმაღლესი კვარცხლბეკი ეთერ ლიპარტელიანს ერგო წილად, ბრინჯაოს მედალს კი მარიამ ჭანტურია დაეპატრონა. საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველომ, რასაკვირველია ლიდერობა არავის დაუთმო. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოქროს მედალი მხოლოდ -60 კგ წონით კატეგორიაში დაკარგა, -73-ში კი მონაწილე საერთოდ არ ჰყოლია. ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი…

მეტი

ორი ოქრო საქართველოს – ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ორი ოქრო საქართველოს – ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ორი ოქრო ფინეთიდან. ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ). ლიპარტელიანმა, ფინალში, იტალიელი სილვია პერიტერი იპონით დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. რამდენიმე წუთის წინ, ევროპის ჩემპიონი გახდა გიორგი თუთაშვილიც (-66კგ), რომელმაც მოლდოველ კონკურენტს შანსი არ დაუტოვა. ამრიგად, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე, საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს მედლით დაასრულა.

მეტი

ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ევროპის ჩემპიონია

ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ევროპის ჩემპიონია

ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გიორგი თუთაშვილმა (-66კგ). ქართველმა ფალავანმა, ოქროს ფინალში, გოლდენ სქორში, იპონით დაამარცხა მოლდოველი ადილ ოსმანოვი და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. რამდენიმე წუთში, ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი გამოვა (-57კგ), რომელიც ჩემპიონის ტიტულისთვის იტალიელ სილვია პელიტერის დაეჭიდება.

მეტი

ეთერ ლიპარტელიანი და გიორგი თუთაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში არიან

ეთერ ლიპარტელიანი და გიორგი თუთაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში არიან

ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ორი ქართველი იჭიდავებს. 57 კგ წონით კატეგორიაში, ეთერ ლიპარტელიანმა ფინალისთვის ბრძოლაში გერმანელი ბელჰაუსი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იტალიელ სილვია პელიტერის დაუპირისპირდება. ფინალამდე ლიპარტელიანმა ორი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან. კიდევ ერთი ფინალისტი საქართველოს, ვაჟებში ეყოლება. -66 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი თუთაშვილმა ფინალამდე რთული გზა გაიარა, 4 კონკურენტი დაამარცხა, ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელი იბრაჰიმ ალიევი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ქართველი ფალავანი მოლდოველ ადილ ოსმანოვს დაეჭიდება.    

მეტი