ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძე მსოფლიო ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძე მსოფლიო ჩემპიონია

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალგაზრდებს შორის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძემ (67 კგ) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა, ფინალში სომეხი ხაჩატრიანი 6-3 დაამარცხა, ფინალამდე კი სამივე მეტოქე აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, პოლონელ მიელევცზიკს 11-0, ჩინელ ჰუანს 8-0 და უკრაინელ კრავჩენკოს 9-1 მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა. გიორგი შოთაძემ წელს დუბლი შეასრულა, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს მსოფლიო ოქროც შემატა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს პირველი ოქროა. საჩემპიონო ფინალები ლერი აბულაძემ (63კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა…

მეტი