გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

გენო პეტრიაშვილმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა. ეს ლიცენზია საქართველოსთვის მეოთხეა. ამ დროისთვის, ოლიმპიური თამაშები საქართველოს ტყვიით მსროლელმა ნინო სალუქვაძემ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, გიორგი მელიამ (97კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130კგ) მოუტანეს. გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, რომლითაც უკვე ექვსეული დააფიქსირა და ავტომატურად აიღო ოლიმპიადის ლიცენზია. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფინალში გადასასვლელად უკრაინელ ხოციანივსკის შეერკინება.  

მეტი

2 ოქრო, 1 ბრინჯაო, გუნდური მე-3 ადგილი, 2 ლიცენზია – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი

2 ოქრო, 1 ბრინჯაო, გუნდური მე-3 ადგილი,  2 ლიცენზია – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ბექა როყვას გუნდმა, 79 ქულა დააგროვა, რითიც საუკეთესო მესამე ადგილი დააფიქსირა. უზბეკეთმა საქართველოს მხოლოდ 1 ქულით გადაუსწრო. პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში რუსეთს ერგო. ეს შედეგი ისტორიულია. 2007 წლის შემდეგ, ამ სტილით ჭიდაობაში, საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლია. 15 სექტემბერს, პირველი საფინალო დღის შემდეგ, ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) და ლაშა გობაძემ (82კგ) საქართველოს ორი ოქროს მედალი მოუტანეს და ეროვნული ჰიმნიც…

მეტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორეა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორეა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ წუთის მონაცემებით, 54 ქულით გუნდურ მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე რუსეთია, რომელსაც 61 ქულა აქვს, რომელსაც ერთი ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს, თუმცა მათ 55 და 82 კგ წონით კატეგორიაში სპორტსმენებმა 8-8 ქულა შესძინეს. საქართველოს ნაკრებს 25-25 ქულა, მსოფლიო ჩემპიონებმა, ნუგზარ წურწუმიამ (55გ) და ლაშა გობაძემ (82კგ) მოუტანეს, ხოლო 4 ქულით ეროვნულ გუნდს იური ლომაძე შეეწია. შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ 8…

მეტი

ლაშა გობაძეც ოქროსია – საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ორი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს

ლაშა გობაძეც ოქროსია – საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ორი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში ტრიუმფალურ გამოსვლას აგრძელებს. ნუგზარ წურწუმიას შემდეგ (55კგ), მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ლაშა გობაძემ (82კგ) მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლია, დღეს კი, ყაზახეთში, საქართველოს ჰიმნს ერთბაშად ორი მოჭიდავე ააჟღერებს. გობაძემ, ფინალში აზერბაიჯანელი ჰუსეინოვი 5:3 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა. ამ მოგებით, საქართველოს გუნდურ ჩათვლაში 50 ქულა მოუგროვდა და პირველ ადგილს იკავებს. ხვალ, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გიორგი…

მეტი

ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი მელია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი მელია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გიორგი მელია (97კგ) ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. გიორგი მელიამ ფინალში გამსვლელი დაპირისპირება სომეხ ალექსანიანთან 1:3 დათმო, თუმცა, 1/4 ფინალში, ფრანგ მეტოქესთან გამარჯვებით საქართველოს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მელია მსოფლიო ჩემპიონატზე, უფროსებს შორის, დებიუტანტია. რამდენიმე წუთში კი, ეროვნული გუნდის ორი წევრი, ნუგზარ წურწუმია (55კგ) და ლაშა გობაძე (82კგ) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისა და ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ. წურწუმია მასპინძელ ხაკანშას დაეჭიდება,…

მეტი

გიორგი მელიამ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ტოკიოს პირველი ლიცენზია მოუტანა

გიორგი მელიამ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ტოკიოს პირველი ლიცენზია მოუტანა

საქართველოს ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი მელიამ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა. მელიამ, პლანეტის პირველობაზე, ჰონდურასელი და ყაზახი მეტოქეები ჩამოიშორა გზიდან, ნახევარფინალში გამსვლელი დაპირისპირება კი ფრანგ ნოუმოვნს მოუგო და უკვე ექვსეულში შევიდა. რა შედეგითაც არ უნდა დაასრულოს ასპარეზობა მან, საქართველოს 97 კგ წონაში ლიცენზია უკვე აქვს. 87 კგ წონით კატეგორიაში, გურამ ხეცურიანმა სტარტზევე წააგო და შემდეგ დამამშვიდებელ წრეში შეჯიბრის უფლებაც…

მეტი

ბექა როყვას ამბიციური განაცხადი – ოქრო მსოფლიოდან

ბექა როყვას ამბიციური განაცხადი – ოქრო მსოფლიოდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2019 წლის ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას 14 სექტემბრიდან დაიწყებს. წლევანდელ მსოფლიოს დიდი მნიშვნელობა აქვს – ყაზახეთში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 2007 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი არ ყოლია. ბოლო ორ წელიწადში გუნდის მონაპოვარი 4 ბრინჯაოს მედალია, წელს კი მიზანი საკმაოდ ამბიციურია. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბექა როყვა „რეკორდერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ პროგრამა მინიმუმი ლიცენზიათა მაქსიმალური რაოდენობაა, მთავარი კი ისაა, რომ ნურ სულთანიდან…

მეტი

5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ფენომენალური შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ფენომენალური შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ფენომენალური შედეგით – 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებს მეექვსე ოქროს მოპოვების შანსიც ჰქონდა. გიორგი მელიამ (97კგ) ფინელ არვი სავოლაინენთან დაპირისპირება 1:4 დათმო, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფინელი მოწინააღმდეგე მთელი შეხვედრის განმავლობაში ეუხეშებოდა ქართველს. პირველივე წამებზე, სავოლაინენმა სახეში ხელი შემოარტყა მელიას და მსაჯმა მას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. პასიურობის გამო, მელიამ ქულა…

მეტი