მეუფე იაკობი: კვირიკაშვილი, გომელაური და გახარია “მეჩალიჩებოდნენ”, პატრიარქი გადავაყენოთო

მეუფე იაკობი: კვირიკაშვილი, გომელაური და გახარია “მეჩალიჩებოდნენ”, პატრიარქი გადავაყენოთო

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ტელეკომპანია „პირველს“ სკანდალურ ინტერვიუს აძლევს. როგორც სასულიერო პირი აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მას დაუძახეს შეხვედრაზე, რომელსაც, კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ და პატრიარქის გადაყენება მოსთხოვეს. „კვირიკაშვილის დროს დამიძახეს. კვირიკაშვილი და ვახო [გომელაური] ყველაზე წესიერები იყვნენ. [შეხვედრაზე] კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო და ცოტა დააგვიანა, ის მოვიდა, გახარიამ. ხოდა, მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი მაგათ, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ?! ეკლესიამ თვითონ იცის…

მეტი

გიორგი კვირიკაშვილი გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს

გიორგი კვირიკაშვილი გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას 20 ივნისის აქციის გამო აკრიტიკებს.  სპეციალური განცხადება  გიორგი კვირიკაშვილმა, ფეისბუქის ოფიციალურ  გვერდზე გამოაქვეყნა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა. შედეგად სამართლიანად აზვირთებული მუხტი სახიფათოდ და დესტრუქციულად წარმართა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ უფრო მძიმე შეცდომა და რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი თაობის წარმომადგენლები. როდესაც მხოლოდ ერთი ათწლეული გაშორებს მოვლენებს (განსაკუთრებით თბილისის…

მეტი