ლადო გეგეშიძე: მოგილოცავთ ასეთ კარგ პროექტს და ვისურვებ, რომ მომავალშიც შეძლოთ მისი განხორციელება სხვა სოფლებისთვის

ლადო გეგეშიძე: მოგილოცავთ ასეთ კარგ პროექტს და ვისურვებ, რომ მომავალშიც შეძლოთ მისი განხორციელება სხვა სოფლებისთვის

ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ, ბერშუეთის საჯარო სკოლას საჭიდაო ფინკები და ბაგირი აჩუქა. საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლის სკოლას, საჩუქრები ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი კიკაბიძემ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელებმა, ბექა როყვამ და ლადო გეგეშიძემ ჩამოუტანეს. ლადო გეგეშიძის თქმით, ჭიდაობის ფედერაცია, მომავალშიც აპირებს ბერშუეთელი ბავშვების დახმარებას. ლადო გეგეშიძე: „ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა და მადლობას გიხდით, რომ ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ამ მნიშვნელოვან პროექტში. ბავშვებს ჩამოვუტანეთ საჭიდაო ფინკები და მომავალშიც, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ამ ბავშვებს გვერდით…

მეტი

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ პირველი ეტაპი დასრულდა. სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი და გასახდელები სრულად განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ბერშუეთელმა მოსწავლეებმა ბევრი სხვა საჩუქარიც მიიღეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. სამინისტროსგან ეს არ იყო ერთადერთი საჩუქარი. უწყებისგან ბერშუეთელმა მოზარდებმა…

მეტი