თენგიზ ცერცვაძე: „ნეტავ, რა უხარიათ?!“

თენგიზ ცერცვაძე: „ნეტავ, რა უხარიათ?!“

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, კორონავირუსთან ბრძოლაში ქართველი მედიკოსების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და კოლეგებს, რომლებიც მათ არაეფექტურობაზე  საუბრობენ, ვრცელი წერილით მიმართავს. ცერცვაძის წერილის ერთ-ერთი ადრესატი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია, რომელიც ბოლო პერიოდში პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კრიტიკას არ იშურებს. „ბატონი გიორგი კანდელაკი ა.წ. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში წარუმატებლად შეეცადა ნეგატიურად შეეფასებინა ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ღონისძიებები (მაშინ მან თავი აარიდა ჩვენთან ამ საკითხზე ტელედებატებს). ა.წ. 17 და 18 ოქტომბერს…

მეტი

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ “ევროპული საქართველოს” ლიდერები, გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავა. გარდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტიც. “დააკავეს ჩვენი ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ასევე დათო დვალიძე და ორი აქტივისტი”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ბიბლიოთეკაში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მივიდა.

მეტი

ვინ ტყუის – თალაკვაძე, თუ მედია? – მთავარი არხი საზღვრის კვეთის ცნობას ითხოვს

ვინ ტყუის – თალაკვაძე, თუ მედია? – მთავარი არხი საზღვრის კვეთის ცნობას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუშინ საღამოს ტელეკომპანიებმა – „მთავარმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს „უკიდურესად მიკერძოებული და ძალიან პოლიტიზებული სიუჟეტი“ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებს. მისი თქმით, ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ არჩილ თალაკვაძე ახლა იმყოფება კომოს ტბაზე დასასვენებლად, სინამდვილეში, კი ის დღეს დილიდან „როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტშია და ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვს” . „როდესაც სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედია სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, გუშინ, საზოგადოებას უმტკიცებდით,…

მეტი