საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების მხარდაჭერა გათვალისწინებული იქნება  აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში

საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების მხარდაჭერა გათვალისწინებული იქნება  აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის სენატორ დევიდ პერდიუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მეტი

“ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული” – გიორგი გახარია

“ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული” – გიორგი გახარია

“ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული. მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში სამართალდამცავი სისტემის უპირველესი მოვალეობაა ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფ დროში გამოძიებული და შესაბამისად, ინფორმაცია ღიად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს.” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მეტი

13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა. მთავრობის მეთაური 13 ივნისის მემორიალთან თბილისის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მემორიალთან სასულიერო პირებმა 13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. გიორგი გახარია:  – ვუსამძიმრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც 13 ივნისს ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ, ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის, უდიდესი სოლიდარობისა და ერთმანეთზე ზრუნვის დღე 2015 წლის 13 ივნისს დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში; რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს,…

მეტი

ჭიდაობის ფედერაციას “ფალავანთა კლუბი” 25 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა

ჭიდაობის ფედერაციას “ფალავანთა კლუბი” 25 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა

“ფალავანთა კლუბი” ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას 25 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ შესაბამისი განკარგულება 2020 წლის 21 აპრილს გამოსცა. “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალ სსიპ – “სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 წლის ვადით, სარგებლობის უფლებით გადასცეს ქალაქ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირის #49ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობა”, – ნათქვამია მთავრობის…

მეტი

5 წლის განმავლობაში ​იპოთეკური სესხის 4 %-ს მთავრობა დაასუბსიდირებს

5 წლის განმავლობაში ​იპოთეკური სესხის 4 %-ს მთავრობა დაასუბსიდირებს

„საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში ​დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „აქსის თაუერსში“, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას. მისივე თქმით, 2 წლის განმავლობაში 2019 და 2020 წლებში 25000 იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში,…

მეტი

გიორგი გახარია: უახლოეს პერიოდში, ოლიმპიელები შეძლებენ ვარჯიშის დაწყებას

გიორგი გახარია: უახლოეს პერიოდში, ოლიმპიელები შეძლებენ ვარჯიშის დაწყებას

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან, იდეალურთან მიახლოებული პირობები ჰქონდეთ. პრემიერის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მოამზადებს სპეციალურ რეკომენდაციებსა და პროტოკოლებს, რადგან უახლოეს პერიოდში, სპორტსმენებმა ვარჯიში და წვრთნები დაიწყოს. “ოლიმპიური თამაშების გადადება გასაგებია. რა თქმა უნდა, საქართველო აქტიურად ემზადებოდა ამ ოლიმპიადისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, გადაიდო და ყველაფერი, რაც გასაკეთებელია მთავრობის მხრიდან, რომ ჩვენ ოლიმპიელებს და ამ ორას ადამიანს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ან უკვე მოპოვებული აქვთ ოლიმპიური თამაშების…

მეტი

ლერი ხაბელოვი პრემიერს: მოგმართავთ, მალე დავიწყოთ მზადება

ლერი ხაბელოვი პრემიერს: მოგმართავთ, მალე დავიწყოთ მზადება

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა, დღეს საქართველოს პარლამენტში მისულ ქვეყნის პრემიერს, გიორგი გახარიას, ფედერაციებისა და სპორტსმენების სახელით სთხოვა, რომ საწვრთნელი პროცესები მალე აღდგეს, რადგან სპორტისთვის თითოეული დღე მნიშვნელოვანია. ლერი ხაბელოვმა დააზუსტა, რომ საუბარია არა ყველა სფეროზე, არამედ 200-მდე სპორტსმენზე, რომლებიც ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან. “თქვენ იცით, რომ ოლიმპიური თამაშები გადაიდო ერთი წლით, მაგრამ ის მზადება, რაც იყო დაგეგმილი და გახსოვთ, წინა წლებში ძალიან ბევრი წარმატება გვქონდა და საბჭოთა პერიოდის შემდეგ, სადაც ვაჩვენეთ ძალიან დიდი შედეგი…

მეტი

პირველი ივნისიდან ყველა სახის მაღაზია, მათ შორის მოლებიც იხსნება

პირველი ივნისიდან ყველა სახის მაღაზია, მათ შორის მოლებიც იხსნება

“პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც” –  ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა. გახარიას განცხადებით, პირველი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან კი აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში. „8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსენება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა. ასევე…

მეტი

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა სრულდება – კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა სრულდება – კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისს დასრულდება – ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. “რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომი გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავდროულად, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს, პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ყველას…

მეტი

ოლიმპიური თამაშებისთვის პრემიები არ გაიზრდება – პრემიერის ახალი განკარგულება

ოლიმპიური თამაშებისთვის პრემიები არ გაიზრდება – პრემიერის ახალი განკარგულება

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, “საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული ცვლილებები, საკანონმდებლო მაცნეზე 2020 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნდა (ნომრით 135) ცვლილებების თანახმად, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრემირების სისტემა არ იცვლება. №39 დადგენილებით, პრემიები, ოლიმპიური თამაშებისთვის კვლავაც შემდეგნაირად გადანაწილდება: 1. ოლიმპიურ თამაშებზე: ა) I ადგილი – 170 000, გუნდური პირველობა – 340 000; ბ) II ადგილი – 102 000, გუნდური პირველობა – 204…

მეტი
1 2 3 7