“რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა

“რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა

“რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს, გადაცემა “P.S”-ში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყავს (არჩევანი, P.S.). ტელეკომპანიის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი გამოქვეყნდება მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის ვებ-გვერდზე.

მეტი

ოფიციალური მოსკოვი „რუსთავი 2“-ს ღია პროვოკაციაში ადანაშაულებს

ოფიციალური მოსკოვი „რუსთავი 2“-ს ღია პროვოკაციაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ უცენზურო გამონათქვამს ეხმიანება. “კატეგორიულად ვგმობთ უპრეცენდენტო, მდაბიო მიუღებელ თავდასხმას, უცენზურო გამონათქვამებით, რუსეთის მთავრობის მიმართ, რომელიც ქართულმა ტელეკომპანია რუსთავი2“-მა მოაწყო. განვიხილვათ მას, როგორც კიდევ ერთ ღია პროვოკაციად ქართული რადიკალური ძალების მხრიდან, რომელიც მიმართულია რუსულ-ქართული ურთიერთობების ძირის გამოთხრისკენ. ეს ინციდენტი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რისკენ მივყავართ თავაშვებულ რუსოფობიას. აღვნიშნავთ, რომ ამ ჯერზე, 20 ივნისს რუსეთის პარლამენტის დელეგაციაზე თავდასხმისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებას რადიკალების გამართლება არ…

მეტი

ქარტია: გიორგი გაბუნიას უხამსი განცხადება არხის მენეჯმენტის განსახილველია

ქარტია: გიორგი გაბუნიას უხამსი განცხადება არხის მენეჯმენტის განსახილველია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი არხის მენეჯმენტისა და მისი მაყურებლის დისკუსიის საგანია და სწორედ მათ უნდა მიიღონ გადაცემა P.S-ის წამყვანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. “გიორგი გაბუნიას არაეთიკური,  უხამსი და ალბათ, უპასუხისმგებლო განცხადება არის მხოლოდ რუსთავი 2-ის მაყურებლისა და ამ არხის მენეჯმენტს შორის დისკუსიის საკითხი. სწორედ მენეჯმენტმა უნდა მიღოს თითოეულ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება, რას და როგორ გააკეთებს და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ხელისუფლების განსახილველი საკითხი. არ…

მეტი

მამუკა ბახტაძე: ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი

მამუკა ბახტაძე: ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი

“ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა “რუსთავი 2″-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი”, – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიმართვას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი. “ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად. ეს არის…

მეტი

კახა კალაძე: დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ

კახა კალაძე: დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ

თბილისის მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საკადრო გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პროვოკაციაა და რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. “ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​ ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ”,…

მეტი