ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა და ნახევარფინალური მატჩის თბილისში თამაში გაინაღდა. ეროვნულმა გუნდმა გათამაშების მეექვსე ტურში, “დინამო არენაზე” ყაზახეთის ეროვნულ ნაკრები  2:1 დაამარცხა. “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი ჩაკვეტაძის ფლანგური გარღვევა შედეგიანი თავური დარტყმით გიორგი მერებაშვილმა დაასრულა. მატჩი კვლავ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეტევებით გაგრძელდა და 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა. შეხვედრის საბოლოო…

მეტი