თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი თანამდებობას ტოვებს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი თანამდებობას ტოვებს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონის ორწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასა და მას ახალ სამსახურშიც წარმატება უსურვა. “თქვენ იცით, შარშან განვახორციელეთ მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, რომლის ფარგლებში, მთლიანად სამსახურის რებრენდინგი მოხდა, გაიზარდა მისი ფუნქციები და დაემატა თანამშრომლები. დღეს ჩვენ გვყავს ფუნქციური, აქტიური, ეფექტური მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ნებისმიერ ქუჩაზე, ნებისმიერ უბანში შესამჩნევია. ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ძალიან დიდი წვლილი…

მეტი