თბილისის “საბურთალო” საქართველოს თასის გამარჯვებულია

თბილისის “საბურთალო” საქართველოს თასის გამარჯვებულია

არსებობის განმავლობაში პირველად, თბილისის “საბურთალო” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებულია. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, “საბურთალოსა” და “ლოკომოტივს” შორის, გია ჭიაბრიშვილის გუნდის გამარჯვებით – 3:1 დასრულდა. შეხვედრის მე-12 წუთზე, გიორგი კოხრეიძემ ულამაზესი საჯარიმოთი გახსნა ანგარიში. ზუსტად 7 წუთში, გაბედავამ “საბურთალოს” უპირატესობა ორამდე გაზარდა. ლევან კორღალიძის გუნდმა, სხვაობის შემცირება მეორე ნახევარში მოახერხა. ირაკლი სიხარულიძემ 11- მეტრიანი ზუსტად შეასრულა. დაპირისპირებას წერტილი 89-ე წუთზე ლევან კაკუბავამ დაუსვა, რომელმაც “ლოკომოტივის” კარში მესამე ბურთი გაიტანა და მატჩის…

მეტი

“საბურთალო”-“არარატ-არმენიას” მატჩის შემდეგ, მსაჯს ბოთლი ესროლეს (ვიდეო)

“საბურთალო”-“არარატ-არმენიას” მატჩის შემდეგ, მსაჯს ბოთლი ესროლეს (ვიდეო)

ინციდენტი მოხდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. “საბურთალო”-“არარატ-არმენიას” შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც ქართული გუნდი 0:2 დამარცხდა და ევროპის ლიგას გამოეთიშა, მსაჯებს გულშემატკივრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მაშინ, როდესაც ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოედანს ტოვებდა, გულშემატკივრმა მათ მიმართ ბლაგვი საგნები ისროლა. წყლიანი ბოთლი კი მატჩის მთავარ არბიტრს გულმკერდის არეში მოხვდა, რის გამოც, “საბურთალოს” უეფასგან საკმაოდ მკაცრი სანქციები ელის. მსაჯების ინციდენტის შემდეგ, შეხლა-შემოხლა იყო გულშემატკივარსა და სტიუარდებს შორისაც. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, “არარატ-არმენიას” გასვლაზე 1:2 მოუგო, შინ კი 0:2…

მეტი

მნიშვნელოვანი ოთხშაბათი: “საბურთალო” ევროპის ლიგის ფლეი ოფში გასასვლელად ემზადება

მნიშვნელოვანი ოთხშაბათი: “საბურთალო” ევროპის ლიგის ფლეი ოფში გასასვლელად ემზადება

საქართველოს ჩემპიონი “საბურთალო” ევროპის ლიგის ფლეი ოფის საგზურს, დიდი ალბათობით, ხვალ გაიფორმებს. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, “არარატ-არმენიასთან” 1:2 მოიგო და განმეორებითი მატჩის წინ, სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. “საბურთალო”, “მიხეილ მესხზე” სომხურ კლუბს ხვალ უმასპინძლებს. ბილეთის ფასი ამჯერადაც ერთი ლარი, მისი გაყიდვა კი სტადიონის სალაროებში დღეს დილის 11:00 საათიდან დაიწყო. “საბურთალოსა” და “არარატ-არმენიას” შორის დაპირისპირება, ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება.

მეტი

“საბურთალო” “არარატ-არმენიას” დღეს დაუპირისპირდება

“საბურთალო” “არარატ-არმენიას” დღეს დაუპირისპირდება

თბილისის “საბურთალო” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დღეს, სომხურ “არარატ-არმენიას” დაუპირისპირდება. გია ჭიაბრიშვილის გუნდი სომხეთის დედაქალაქში გუშინ ჩაფრინდა და ღია ვარჯიშიც გამართა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სომხური გუნდის ბარიერს დაძლევს, ფლეი ოფში და ევროპა ლიგის ჯგუფში შესასვლელად ურთიერთობას “დუდელანჟსა” და “ნიომე კალიუს” შორის გამარჯვებულს შორის გაარკვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ გუნდს, ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ძალიან დიდი და რეალური შანსი აქვს. მეტოქე გაარკვია “დინამო თბილისმაც”. თუკი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ჰოლანდიური “ფეინოორდის” ბარიერს…

მეტი

“საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

“საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

თბილისის “საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონმა გასვლაზე 0:3 მოიგო, “მიხეილ მესხზე” შეხვედრა მოულოდნელი სცენარით წარიმართა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველ საწყის ათ წუთში სამი გოლი გაუშვა და გასვლაზე მოპოვებული უპირატესობა ერთი ხელის მოსმით გაანიავა. ლატიფმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა და “შერიფი” დააწინაურა. სწრაფი გოლის შოკიდან არც კი იყო გამოსული “საბურთალო”, როდესაც  ზუსტად ხუთ წუთში გაგი მარგველაშვილისა და მეკარის შეუთანხმებელ ქმედებას ავტოგოლი მოჰყვა და მოლდოველებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა, როგორც…

მეტი

“საბურთალომ” გასვლაზე “შერიფი” გაანადგურა

“საბურთალომ” გასვლაზე “შერიფი” გაანადგურა

წარმატებით დაიწყო უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ჩემპიონმა “საბურთალომ”. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, მოლდოვაში, ტირასპოლის “შერიფს” კარგი გაკვეთილი ჩაუტარა და 0:3 დაამარცხა, რითიც შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საბურთალოელები 30-ე წუთზე როლოვიჩმა დააწინაურა. მეორე ტაიმში კი თავი კოხრეიძემ და კაკუბავამ გამოიჩინეს. საპასუხოდ, “შერიფს” ღირსეული არაფერი გაუკეთებია, რაც იმას ნიშნავს, რომ განმეორებითი მატჩის წინ, ქართულ გუნდს უდიდესი უპირატესობა ექნება, თანაც საკუთარ მოედანზე. ფოტო: საბურთალო

მეტი