ქართველ ფეხბურთელს გერმანიიდან საქართველოში დეპორტი ემუქრება

ქართველ ფეხბურთელს გერმანიიდან საქართველოში დეპორტი ემუქრება

22 წლის ქართველ ფეხბურთელს, ნიკა მდორეულს გერმანიიდან საქართველოში დეპორტი ემუქრება. მდორეული ქალაქ ბილეფელდის საფეხბურთო კლუბ VFL Theesen-ში თამაშობს და ვეშტფალენის ფუტსალის ლიგაში გამოდის. ნიკა მდორეული საქართველოში გამოსადეპორტებელთა სიაშია, ადგილობრივები კი ჩრდილოეთ რაინ-ვეშტფალიის მიწის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ფეხბურთელს მხარს გუნდიც უჭერს. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანდრეას ბრანდაინი ამბობს, რომ მდორეული კარგად არის ინტეგრირებული გარემოში, რისთვისაც ფეხბურთი იდეალური პლატფორმა იყო. მან გერმანული ენა მალე შეისწავლა და საუბარიც დაიწყო. ბრანდაინის თქმით, ის კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელია. ქალაქის მაცხოვრებლები ჟურნალისტებთან…

მეტი

Breaking News: ტერაქტის საშიშროების გამო, გერმანიის 6 ქალაქში სამთავრობო შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა

Breaking News: ტერაქტის საშიშროების გამო, გერმანიის 6 ქალაქში სამთავრობო შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა

ტერაქტის საშიშორების გამო, გერმანიის 6 ქალაქში გამგეობები დახურეს. აუგსბურგის, კაიზერლაუტერნის, ქემნიცის, გოტინგენის, ნოიკირხენისა და რენდსბურგის მთავრობის სახლებიდან თანამშრომლების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. მიმდებარე ტერიტორიები დაატოვებინეს რესტორნების ბარებისა და სხვა უწყებების თანამშრომლებსაც. როგორც ცნობილია, აღნიშნული ქალაქების გამგეობებში, ცოტა ხნის წინ, საფოსტო შეტყობინებები გაიგზავნა, რომელებიც უახლოეს პერიოდში შენობების აფეთქებას იუწყებოდნენ. ამ დროისთვის, ქალაქების ცენტრებიდან მოქალაქეების სრული ევაკუაციაა მოხდა. ადგილებზე სპეცდანაყოფებია მობილიზებული, ტერიტორიები მეძებარი ძაღლებითა და შესაბამისი ტექნიკით მოწმდება. პოლიცია აღნიშნული ქალაქების ცენტრებში მოქალაქეებს გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მეტი

სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მოუთხოვია – გერმანელი ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მოუთხოვია – გერმანელი ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტზე

დებატები უსაფრთხო ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით უპერსპექტივოა, – ამ სათაურით გავლენიანი გერმანული გაზეთი taz .de საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, რომ საქართველო დისკუსიის ჩრდილშია, რადგან მაღრიბის ქვეყნების, ალჟირის, მაროკოსა და ტუნეზიის პარალელურად, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს საქართველოსაც ანიჭებენ, თუმცა საკითხზე შეჯერება ვერ ხდება. ბუნდესრატს კანონპროექტისთვის მხარი ჯერ არ დაუჭერია. კანონპროექტის წინააღმდეგ არის მწვანეთა პარტია, რომელიც საქართველოს ამ საფეხურზე აყვანას არარეალურად მიიჩნევს. მწვანეთა ფრაქციის სპიკერი ლტოლვილთა პოლიტიკის საკითხებში, ლუის ამსტბერგი აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა…

მეტი

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდება

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდება

როგორც “რეკორდერს” ფრონტექსის წარმომადგენელმა, ირმა ცირამუამ აცნობა, ლაინერი, რომლითაც ქართველებს  გერმანიიდან დააბრუნებენ, თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს დაჯდება. 50-მდე მოქალაქის დეპორტი დიუსელდორფიდან სპეცრეისით მოხდება. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხორციელდება. ცოტა ხნის წინ, უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს 11 მოქალაქე გამოაძევეს. მანამდე კი, გერმანიიდან საქართველოში ლტოლვილის სტატუსის არაერთი მაძიებელი გამოუშვეს. როგორც ცნობილია, გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხს განიხილავს. შესაბამისად, თავშესაფარზე ქართველებს უარს ეუბნებიან და სწრაფი წესით, მათ დეპორტაციას ახორციელებენ.  

მეტი

გერმანული სოფლები და დასახლებები საქართველოში

გერმანული სოფლები და დასახლებები საქართველოში

ქართველი და გერმანელი ხალხის ურთიერთობის ისტორია საუკუნეებს ითვლის. მრავალი გერმანელი მოგზაური აღფრთოვანებულა ჩვენი ერის და ბუნების სილამაზით. ბევრის შემოქმედებისათვის კი საქართველო შთაგონების წყაროდ ქცეულა. კავკასიითა და საქართველოთი დაინტერესებაზე მიგვითითებს შუა საუკუნეების უდიდესი გერმანელი მწერლის, ვოლფრამ ფონ ეშენბახის სარაინდო რომანები, ასევე, ფონ ვოლკენშტაინის, ადამ ოლეარიუსის, გრიფიუსის, ვინკელმანის, კანტის, ლესინგის, ბოდენ-შტედტის და მრავალ სხვათა შემოქმედაბაში ასახული საქართველოს თემა. გერმანელ მოგზაურთა ცნობები კი ჩვენი ერის ისტორიის არაერთი საკითხისათვის პირველ წყაროს წარმოადგენს. ერთ-ერთი პირველი გერმანელი, ვინც საქართველოში ჯერ კიდევ…

მეტი

გერმანიაში ქართველები დააკავეს

გერმანიაში ქართველები დააკავეს

ქართველების მორიგი დაკავება გერმანიაში. ამჯერად, ლაიფციგის პოლიციამ ორი ქართველი მამაკაცი მაღაზიაში ქურდობისას აიყვანა. შემთხვევა ლაიფციგის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე მოხდა. როგორც ქალაქის პოლიციაში აცხადებენ, ქართველი მამაკაცები პოლიციას შემჩნეული და კონტროლზე აყვანილი ჰყავდა, ისინი ცხელ კვალზე, მაღაზიაში ქურდობისას დააპატიმრეს. ორივე მათაგნი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა. წინასწარი ვერსიით, დაკავებული მამაკაცები  გერმანიაში ტურისტებად იმყოფებოდნენ.

მეტი

საქართველოს მოქალაქე გერმანიაში სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს მოქალაქე გერმანიაში სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს

სექსუალური შევიწროების ბრალდებით, გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ბრანდერბურგის მიწაზე, დობერლუგ ქირჰჰაინში მოხდა. როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, სკოლის გზაზე მიმავალ გოგონებს, გზად ორი მამაკაცი შეხვდა. ერთ-ერთმა მათგანმა შარვალი ჩაიხადა და ბავშვების თვალწინ გაშიშვლდა. ამის შემდეგ, ქართველები ადგილიდან მიიმალნენ. მოსწავლეებმა პოლიცია გამოიძახეს, კამერების შემოწმების შემდეგ მამაკაცების იდენტიფიკაცია მოხერხდა და მათზე ძებნა გამოცხადდა. რამდენიმე საათში, მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.

მეტი

პენსიონერებმა საინკასაციო ავტომანქანა დააყაჩაღეს

პენსიონერებმა საინკასაციო ავტომანქანა დააყაჩაღეს

გერმანიის ქალაქ კიოლნის აეროპოტრში საიკნასაციო, ნახევრადბრონირებული ავტომანქანა დააყაჩაღეს. ტრანსპორტს, რომელსაც თანხა გადაჰქონდა, 3 შეიარაღებული პირი აეროპორტის მეორე ტერმინალში დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც დაცვის ერთი თანამშრომელი მძიმედ დაიჭრა. ის ამ დროისთვის სავამდმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი მონაცემებით, შეიარაღებულმა პირებმა ფულით სავსე ჩემოდანი გაიტაცეს და მიმალვა მოახერხეს. გერმანული მედიის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელები სწორედ იმ პენსიონერების ტრიოა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, გერმანიის ჩრდილოეთით, საინკასაციო ავტომობილებზე პერმანენტულ თავდასხმებს ახორციელებს, თუმცა მათი დაკავება ამ დრომდე…

მეტი

ანგელა მერკელის კომპიუტერი 20 წლის სტუდენტმა გატეხა

ანგელა მერკელის კომპიუტერი 20 წლის სტუდენტმა გატეხა

გერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ კანცლერ ანგელა მერკელის, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და ასობით სხვა პოლიტიკოსის ფოსტა და პირადი გვერდები 20 წლის გერმანელმა სტუდენტმა გატეხა. მისი ვინაობა არ ხმაურდება. ფედერალურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ სტუდენტი დაკავებულია. მან დანაშაული აღიარა და ისიც განაცხადა, რომ ყველა ეს მონაცემი “ტვიტერის” ანონიმურ “ექაუნთზე” ჯერ კიდევ გასულ წელს განათავსა. თუმცა ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, 3 იანვარს შეიტყვეს – “ინფორმაციის გაჟონვა” გერმანულმა რადიოსადგურმა RBB-მ აღმოაჩინა. 4 იანვარს, დილით, გერმანიის ხელისუფლებამ საგანგებო თათბირი…

მეტი