ბულგარეთის ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა

ბულგარეთის ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, ბულგარეთის ქალაქ რუსეში, დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის მემორიალზე, გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ, სარეიტინგო კატეგორიის ტურნირისთვის გადახალისებული შემადგენლობა დააყენა. 74 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ეყოლება ბულგარეთში. ეროვნული გუნდის პირველი ნომერი, ავთანდილ კენჭაძე ეროვნულ ჩემპიონატზე მიღებულ ტრავმას იშუშებს. გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, ტურნირზე იჭიდავებენ: 57 კგ – გიორგი ღონიაშვილი, ბექა ბუჯიაშვილი 61 კგ – ოთარ გოგავა 65 კგ –…

მეტი

გენო პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონია, ავთო კენჭაძე ფინალშია

გენო პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონია, ავთო კენჭაძე ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი (125კგ) საქართველოს ჩემპიონია. ფინალში, პეტრიაშვილმა როლანდ ანდრიაძე აშკარა უპირატესობით 11:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. 61 კგ წონით კატეგორიაში, პირველობა არ დაუთმო არავის ბექა ლომთაძემ.  70 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს მირზა სხულუხია დაეუფლა. მეორე საფინალი დღის შედეგები ასეთია: თავისუფალი სტილი 70 კგ 1. მირზა სხულუხია (ქუთაისი) 2. გია ავალიანი (სამტრედია) 3. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური) 3. დავით როდინაძე (აჭარა) 125 კგ 1. გენო პეტრიაშვილი (გორი) 2. როლანდ…

მეტი

კამპანია – „ძლიერები არ ძალადობენ“ თბილისის საჯარო სკოლებში გრძელდება

კამპანია – „ძლიერები არ ძალადობენ“ თბილისის საჯარო სკოლებში გრძელდება

კომპანია PRMC-ს სოციალური პროექტის – „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, თბილისის 166-ე საჯარო სკოლას კამპანიის კეთილი ნების ელჩები: თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი ეწვივნენ. შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი უფროსი თეონა ჩიტიაშვილი და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მარიამ ალანიაც ესწრებოდნენ. მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებმა მოზარდებთან ბულინგისა და დისკრიმინაციის პრობლემის არსის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული მაგალითები განიხილეს. საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს ცნობილმა სპორტსმენებმაც. შეხვედრაზე განსაკუთრებული…

მეტი

მიხეილ ბატიაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმ შრომისმოყვარეობით და წარმატებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ

მიხეილ ბატიაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმ შრომისმოყვარეობით და წარმატებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს უმასპინძლა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, მწვრთნელები და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე. მოჭიდავეებს წარმატება მიულოცა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა. “მიხარია თქვენთან შეხვედრა და გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შრომისმოყვარეობით და იმ წარმატებით, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეთ. მსოფლიოს პირველობა უდავოდ ნათელი…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სოციალურ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სოციალურ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სოციალურ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა. კამპანიის კეთილი ნების ელჩი გახდა გენო პეტრიაშვილი, რომელმაც გასული წლის მსგავსად, წელსაც მოირგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2018 წლის პრიზიორი, ზურა იაკობიშვილი, ლონდონის თამაშების პრიზიორი და ევროპის ორგზის ჩემპიონი, დავით მარსაგიშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ავთო კენჭაძე, ეს ის მოჭიდავეები არიან, რომლებმაც მოზარდებისა და საზოგადოებისთვის სპეციალური მიმართვებიც გაავრცელეს.

მეტი
1 2 3 4