გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

გენო პეტრიაშვილმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა. ეს ლიცენზია საქართველოსთვის მეოთხეა. ამ დროისთვის, ოლიმპიური თამაშები საქართველოს ტყვიით მსროლელმა ნინო სალუქვაძემ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, გიორგი მელიამ (97კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130კგ) მოუტანეს. გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, რომლითაც უკვე ექვსეული დააფიქსირა და ავტომატურად აიღო ოლიმპიადის ლიცენზია. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფინალში გადასასვლელად უკრაინელ ხოციანივსკის შეერკინება.  

მეტი

გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლო ჩემპიონატზე, გენო პეტრიაშვილი (125კგ) და ირაკლი მწითური (92კგ) ნახევარფინალში არიან. გენო პეტრიაშვილმა კი აშკარა უპირატესობით მოუგო  ჯერ კოსოვოელ შალას, 1/4 ფინალში კი სირიელი ხუტაბა. ფინალის საგზურისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი უკრაინელ ხოციანივსკის დაეჭიდება. ამ გამარჯვებით, პეტრიაშვილი უკვე შევიდა ექვსეულში, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი ლიცენზია მოუტანა, საქართველოს კი – მეოთხე. ირაკლი მწითურმა 5-0 დაამარცხა იაპონელი ტაკუმა ოტსუ და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მოქმედ…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალიდან ჩაერთვება

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალიდან ჩაერთვება

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხვალიდან ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იწყებენ. გიორგი იანტბელიძის გუნდი ყაზახეთში 15 სექტემბერს გაემგზავრა. ეროვნული გუნდის შემადგენლობა, ოლიმპიური თამაშების წინა ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმზე ასეთია: 57 კგ ოთო გოგავა 61 კგ ბექა ლომთაძე 65 კგ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 70 კგ ზურაბ იაკობიშვილი 74 კგ ავთანდილ კენჭაძე 79 კგ ნიკა კენჭაძე 86 კგ სანდრო ამინაშვილი 92 კგ ირაკლი მწითური 97 კგ ელიზბარ ოდიკაძე 125 კგ გენო პეტრიაშვილი 19 სექტემბერს ხალიჩაზე 57…

მეტი

გიორგი იანტბელიძემ ევროპის ოლიმპიური თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა

გიორგი იანტბელიძემ ევროპის ოლიმპიური თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ, მინსკის ოლიმპიური თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მეორე ევროპულ  ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი დააკლდება, რომელიც ჯერ კიდევ ტრავმას იშუშებს. მის ნაცვლად, მინსკში გივი მაჭარაშვილი გაემგზავრება, რომელიც 97 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია: 57 კგ – ლაშა ლომთაძე 65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 74 კგ – ავთანდილ კენჭაძე 86 კგ – სანდრო ამინაშვილი 97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე 125…

მეტი

ხინჩეგაშვილი თუ იაკობიშვილი – გიორგი იანტბელიძე მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად მზადაა

ხინჩეგაშვილი თუ იაკობიშვილი – გიორგი იანტბელიძე მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად მზადაა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, გიორგი იანტბელიძისთვის 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ყველაზე დიდი თავსატეხია. მან არჩევანი უნდა გააკეთოს – სასწორის ერთ მხარეს, ორგზის ოლიმპიური ფინალისტი, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია, მეორე მხარეს კი – მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი 65 კგ წონით კატეგორიაში, ზურა იაკობიშვილი. როგორც გიორგი იანტბელიძე „რეკორდერთან“ ინტერვიუში ამბობს, მან ორივე სპორტსმენთან ისაუბრა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად მზად არის. რას ფიქრობს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევის საერთაშორისო ტურნირზე გამოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევის საერთაშორისო ტურნირზე გამოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევში, “სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვთნელთა ხსოვნის მემორიალზე” გამოვა. ეროვნული გუნდი უკრაინის დედაქალაქში გამთენიას გაემგზავრა. გიორგი იანტბელიძემ კიევის ტურნირისთვის ნაკრების ორი ძირითადი წევრი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) დაასვენა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მძიმეწონოსანი ფალავანი ტრავმას იშუშებს. რაც შეეხება ამ ტურნირს, ქართველი მოჭიდავეები მას მინსკის თამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპისთვის გამოიყენებენ. გიორგი იანტბელიძემ კიევისთვის შემდეგი შემადგენლობა დაასახელა: 57 კგ – ლაშა ლომთაძე (ქუთაისი), რობერტ დინგაშვილი (ყვარელი) 61…

მეტი

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი (125კგ) მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მძიმეწონოსანთა კატეგორიაში, გენო პეტრიაშვილმა 88 ქულა მოაგროვა და მეორედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მეორე პოზიციაზე, ამ წონაში  ჩინელი დენგია 77 ქულით, მესამე და მეოთხე ადგილებს კი, 50-50 ქულით, თურქების ოლიმპიური ჩემპიონი, ტაჰა აკგული და რუსი ანზორ ხიზრიევი იყოფენ. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ავთო კენჭაძე (74 კგ) 58 ქულით მესამე ადგილზეა; ამერიკელი, ჯორდან…

მეტი

გენო პეტრიაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

გენო პეტრიაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოქროს მედლის გარეშე დაასრულა. ოქროს ფინალი გენო პეტრიაშვილმა თურქ ტაჰა აკგულისთან 7:0 დათმო და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გენო პეტრიაშვილის მთავარ კონკურენტს, ტაჰა აკგულს, ევროპის ჩემპიონატისთვის სამი ქართველი მძიმეწონოსანი მოჭიდავე – ლევან ბერიანიძე, გიორგი მეშვილდიშვილი და დავით მოძმანაშვილი ამზადებდნენ. საქართველოს ნაკრებმა, ბუქარესტის ევროპირველობაზე, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვერცხლი – გენო პეტრიაშვილი (125კგ), ბექა ლომთაძე (61კგ); ბრინჯაო – ნიკა…

მეტი

პეტრიაშვილი და ლომთაძე ოქროსთვის იჭიდავებენ, კენჭაძე და მწითური – ბრინჯაოსთვის

პეტრიაშვილი და ლომთაძე ოქროსთვის იჭიდავებენ, კენჭაძე და მწითური – ბრინჯაოსთვის

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი, ბექა ლომთაძე (61კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ. ბექა ლომთაძემ, ფინალში გასასვლელად, შვეიცარიელ რადნი ვოცკის სძლია, გენო პეტრიაშვილმა კი – უკრაინელ ალექსანდრ ხოციანივსკის. ირაკლი მწითურმა (92კგ) ნახევარფინალი აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან დათმო, ავთო კენჭაძეს (74კგ) კი ბრინჯაოს მოპოვების შანსი გაუჩნდა დამამშვიდებელი წრიდან, ვინაიდან მისი დამმარცხებელი ხაჯიევი ფინალში გავიდა. დღევანდელი საშეჯიბრო დღის ფინალები ხვალ გაიმართება. დღესვე, ბრინჯაოს მედლებისთვის ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) და ნიკა კენჭაძე…

მეტი

პეტრიაშვილი, ლომთაძე და მწითური ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

პეტრიაშვილი, ლომთაძე და მწითური ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, შეჯიბრის მეორე დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამი წევრი გავიდა. ირაკლი მწითურმა (92 კგ)  და ბექა ლომთაძემ ასპარეზობა პირდაპირ 1/4 ფინალიდან დაიწყეს. მწითურმა 7:0 სძლია მასპინძელ რეკორეანს, ხოლო ლომთაძემ მაკედონიელი სეიფულაუ აშკარა უპირატესობით – 10:0 დაამარცხა. გენო პეტრიაშვილმა პოლონელ ბარანს 10:2 აჯობა. რაც შეეხება ავთანდილ კენჭაძეს, ის საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ხაჯიევს 3:1 ამარცხებდა, თუმცა ხაჯიევმა სამი ქულა აიღო და უპირატესობა მოიპოვა. კენჭაძემ ილეთი წამოიწყო და წესით, ეს…

მეტი
1 2