გენერალური პროკურატურა, ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა, ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართა. პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ, 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. “ტვ  პირველის” დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამა, საქართველოში გუშინ დაბრუნდა. საგამოძიებო უწყება მას  “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვისუკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქალაქო სასამართლოში სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი

საქართველოს გენერალური პროკურატურა “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა “თიბისი ბანკის” საქმეზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Recorder უცვლელად გთავაზობთ. “ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების  ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პროკურატურას. ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა …

მეტი