ნოდარ მეტრეველი: ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ყველა წონაში გვექნება

ნოდარ მეტრეველი: ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ყველა წონაში გვექნება

ძიუდოისტთა ნაკრებმა აგვისტოში, ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. სწორედ იმ დარბაზში, სადაც წელს პლანეტის პირველობა ჩატარდა, მომავალ წელს სპორტსმენები ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ. სამწუხაროა, რომ ეროვნული გუნდის ლიდერები, გურამ თუშიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს მედლების გარეშე დაემშვიდობნენ, თუმცა, ნაკრების თავკაცი, ნოდარ მეტრეველი, „ოლიმპიური დღიურებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ტრაგედია არ მომხდარა და ორივესგან, მომავალ წელს ოქროს მედალს ელოდება. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავდაჯერებულია და აცხადებს, რომ მის გუნდს ტოკიოს…

მეტი

6 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტების ფენომენალური შედეგი ევროპირველობაზე

6 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტების ფენომენალური შედეგი ევროპირველობაზე

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ფინეთის ქალაქ ვანტაამ უმასპინძლა, ფენომენალური შედეგი დააფიქსირა. ჯამში, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გოგონებიდან კი უმაღლესი კვარცხლბეკი ეთერ ლიპარტელიანს ერგო წილად, ბრინჯაოს მედალს კი მარიამ ჭანტურია დაეპატრონა. საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველომ, რასაკვირველია ლიდერობა არავის დაუთმო. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოქროს მედალი მხოლოდ -60 კგ წონით კატეგორიაში დაკარგა, -73-ში კი მონაწილე საერთოდ არ ჰყოლია. ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი…

მეტი

ევრობასკეტი 2021, ორგზის ჩემპიონი ბასილაშვილი და მედლების წვიმა – როგორი იყო ივლისი ქართული სპორტისთვის

ევრობასკეტი 2021, ორგზის ჩემპიონი ბასილაშვილი და მედლების წვიმა – როგორი იყო ივლისი ქართული სპორტისთვის

ივლისის თვე ქართული სპორტისთვის შედეგიანი და ძალიან წარმატებული გამოდგა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ივლისში საქართველოსთვის მოხდა, ისაა, რომ გერმანიაში, საქართველოს დედაქალაქი ევრობასკეტის 2021 წლის მასპინძელ ქალაქად დაასახელეს. 2021 წელს, თბილისი, ბერლინთან, მილანთან და პრაღასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძელი ქალაქი იქნება. წარმატებული გამოდგა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაქოში, სადაც ქართველმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჯამში 13 მედალი აიღეს. აქედან 8 მედალი მოჭიდავეებზე მოდის, 5 კი – ძიუდოისტებზე. ოქროს მედალოსანი ნიკა ბაჩიაშვილი ( 50კგ, ძიუდო) ვერცხლის მედალოსნები ნიკოლოზ…

მეტი

გელა ზაალიშვილმა ბაქოს გრან სლემზე რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა

გელა ზაალიშვილმა ბაქოს გრან სლემზე რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძიუდოს გრან სლემზე გამოსვლა ოქროს მედლითა და ჩემპიონის ტიტულით დაასრულა გელა ზაალიშვილმა (+100კგ). ქართველმა მძიმეწონოსანმა ფალავანმა, ოქროს ფინალში რუსი რუსლან შახბაზოვი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ერთადერთი ოქროს მედალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ზაალიშვილმა ფინალში გასასვლელადაც რუს სპორტსმენს სძლია და ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაშიც რუსი ძიუდოისტი დაამარცხა. ბაქოს გრან სლემზე ვერცხლის მედალი თემურ ნოზაძემ (-60კგ) აიღო, ხოლო ბრინჯაო – ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ).

მეტი

გელა ზაალიშვილი ბაქოს გრან სლემის ფინალში გავიდა

გელა ზაალიშვილი ბაქოს გრან სლემის ფინალში გავიდა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის ფინალში იჭიდავებს მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი (+100კგ), რომელმაც რუსი ანტონ კრივობაკოვი დაამარცხა და ფინალში, კვლავ რუსეთის სახელით მოასპარეზე რუსლან შახბაზოვს შეხვდება. წარუმატებელი გამოდგა ტურნირი ლაშა შავდათუაშვილისა  (-73კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილისთვის (-90კგ), რომლებმაც პირველივე დაპირისპირებები დათმეს. ეროვნული გუნდის აქტივში, ამ დროისთვის 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ვერცხლის მედალი თემურ ნოზაძემ (-60კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო – ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ). ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს “სილკ უნივერსალი” განახორციელებს.

მეტი