მიხეილ ჩხენკელი: კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე

მიხეილ ჩხენკელი: კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს. ეს განცხადება, მინისტრის პოსტზე დაბრუნებულმა ჩხენკელმა, დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. “გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს, შემიძლია ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, გეცნობებათ. რასაკვირველია, მჭიდრო კავშირშია ეს სფეროები ერთმანეთთან, მაგრამ გამოყოფის შემდეგაც, მინდა დაგარწმუნოთ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო კულტურის მიმართულებასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობას შეინარჩუნებს. რაც შეეხება სპორტს, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ახალგაზრდობის საკითხებთან,…

მეტი

მიხეილ ჩხეკნელი კვლავ განათლების მინისტრის პოსტზე დაინიშნა

მიხეილ ჩხეკნელი კვლავ განათლების მინისტრის პოსტზე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჩხენკელის პოსტზე დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა. ჩხენკელი, განათლების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, ამავე სფეროში, პრემიერის მრჩეველის ადგილს იკავებდა. მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ვაკანტურ ადგილზე მაია მიმინოშვილის, ირინა აბულაძისა და გიორგი ვაშაკიძის კანდიდატურები განიხილებოდა. მიხეილ ჩხეკნელი განათლების მინისტრის პოსტზე 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და 8 თვის შემდეგ მას თანამდებობა დაატოვებინეს.

მეტი