ნინო ნანიტაშვილის “მშვიდობის თამაშები” და გენდერული თანასწორობა ტექნოლოგიებში

ნინო ნანიტაშვილის “მშვიდობის თამაშები” და გენდერული თანასწორობა ტექნოლოგიებში

ნინო ნანიტაშვილი 18 წლის იყო, როდესაც საქართველოში პირველი google developer group დააფუძნა. ის აქტიურად არის ჩართული ინოვაციების განვითარების ფონდში, სადაც სხვადასხვა პროექტის მეშვეობით ცდილობს, ქართველი ახალგაზრდების ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოს, ხელი შეუწყოს კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან მათ ადაპტირებას, ინოვაციური აზროვნების დამკვიდრებას. ნინომ მშვიდობის “მშენებლობაშიც” სცადა შეეტანა თავისი წვლილი – ის ცდილობს, ტექნოლოგიების მეშვეობით, კონფლიქტის სიმძაფრე გაანელოს. სწორედ ასეთი იყო მისი  ქართულ-აფხაზური პროექტი „მშვიდობის თამაშები“, რომელიც ქართველ და აფხაზ ბავშვებს ეძღვნებოდა. ამ ეტაპზე, 26 წლის ქართველი გოგონა UN…

მეტი

ქართველი ქალის ხმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან: ჩვენი ქვეყნის ისტორია გაყალბებულია

ქართველი ქალის ხმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან: ჩვენი ქვეყნის ისტორია გაყალბებულია

ქართველმა მწერალმა, ნესტან ნენე კვინიკაძემ, 11 მარტს, ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 63-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ისტორიაში ქალის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ის არის ავტორი ერთ-ერთი ზღაპრისა, მამაც ქართველ გოგოებზე დაწერილი თანამედროვე ზღაპრების კრებულიდან, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელშეწყობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გასულ წელს გამოიცა. ნენე კვინიკაძე : „ვეცადე შუშანიკიდან-დემნა გვასალიამდე, ისე როგორც 9 აპრილიდან – ფემიციდის დღევანდელ სტატისტიკამდე 6 წუთში ჩავტეულიყავი. გაეროს შენობაში ბევრი „ზღაპარი“ მოყოლილა, მაგრამ ჩვენი ზღაპრები მხოლოდ სტილისტურადაა ზღაპრები, რეალურად კი, ჩვენი მაგარი გოგოებით ინსპირირებული ერთგვარი მანიფესტებია“. რატომ გვჯერა ზღაპრების? –  გაეროს ტრიბუნიდან დასმულ ამ კითხვას, მწერალმა თავადვე უპასუხა: „ჩვენი ქვეყნის…

მეტი