ფინანსთა მინისტრის განცხადებით, “რუსთავი 2”-ს, “იმედსა” და “მაესტროს” მრავალმილიონიანი ვალი აქვთ

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, “რუსთავი 2”-ს, “იმედსა” და “მაესტროს” მრავალმილიონიანი ვალი აქვთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტელეკომპანიებს – “რუსთავი 2”, “იმედი” და “მაესტრო” მრავალმილიონიანი დავალიანება აქვთ. მაჭავარიანის განცხადებით, ტელევიზიების დავალიანების საკითხი უნდა გადაწყდეს და დაგროვილი გადასახადების მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს. “რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, ეს არის “იმედი” “რუსთავი 2” და “მაესტრო”. “რუსთავს” აქვს დაახლოებით 28 მილიონამდე, “იმედს” 19 მილიონის ფარგლებში და „მაესტროს“ 8 მილიონზე ცოტა მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანება. ზოგადად, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა სამწუხაროდ, არსებობდა. ტელეკომპანიები…

მეტი

ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულა, – აცხადებენ კომპანია “ვივუსში”

ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულა, – აცხადებენ კომპანია “ვივუსში”

ონლაინსესხების კომპანია „ვივუსში” აცხადებენ, რომ ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს წინადადებათა პაკეტი ორჯერ გაუგზავნეს, თუმცა მათთვის არავის უპასუხია. „დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც,…

მეტი

ეს ერთჯერადი აქტია – ფინანსთა მინისტრი “ვალების განულებასთან” დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ეს ერთჯერადი აქტია – ფინანსთა მინისტრი “ვალების განულებასთან” დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მთავრობასა და ბიძინა ივანიშვილს წინა ხელისუფლების დროს დანერგილი “უპასუხისმგებლო დაკრედიტების მოდელის” გამოსწორება დღეს უწევს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ მიზნით, მოქმედმა ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა რეგულაციები და დანერგა თამაშის ახალი წესები, რაც “უპასუხისმგებლო კრედიტის” გაცემას და აღებას გამორიცხავს. “ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება. ამიერიდან პასუხისმგებლობა ორივე მხარემ: გამსესხებელმაც და მსესხებელმაც უნდა გაიზიაროს და თუ შემდგომში აღებული კრედიტის არგადახდა მოხდება, ამას არავინ წაახალისებს. ეს ერთჯერადი აქტია”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ…

მეტი