გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას წყვილმა დორტმუნდის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას წყვილმა დორტმუნდის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე, NRW Summer Trophy 2019 ქართველმა მოციგურავეებმა, სპორტული ცეკვების კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს. ეს პირველი ოფიციალური სტარტი იყო მოციგურავეებისათვის ახალ სეზონზე. იუნიორთა კატეგორიაში თავისი ახალი მოკლე და თავისუფალი პროგრამები წარმოადგინა ქართველმა სპორტულმა მოცეკვავე წყვილმა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ. ქართველი წყვილისათვის ეს პირველი სტარტი იყო ახალ სეზონზე და იგი საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. 7 ქვეყნის 12 მოციგურავეს შორის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამებში პირველი ადგილი…

მეტი

პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ფედერაციის პრეზიდენტს, მარიამ (მაკა) გიორგობიანს მოუსმინეს. მომხსენებელმა დეპუტატებს ფიგურული ციგურაობის, როგორც ზამთრის სპორტის სახეობის ისტორია გააცნო და მისი განვითარების ეტაპებზე ისაუბრა. მარიამ გიორგობიანის ინფორმაციით, საქართველოში პირველი ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში 1961 წელს გაიმართა და ქართველი მოციგურავეები საერთაშორისო ასპარეზზე წამატებით ასპარეზობდნენ. „გასულ წლებში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქართველი მოციგურავეების მონაწილეობა ადასტურებს საქართველოს ფიგურული ციგურაობის წარსული ტრადიციების აწმყოში შენარჩუნებასა და კიდევ მეტად წინსვლას“, – აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა….

მეტი

ბათუმელმა მოციგურავეებმა სოფიას საერთაშორისო ტურნირი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

ბათუმელმა მოციგურავეებმა სოფიას საერთაშორისო ტურნირი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავეებმა სეზონი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული საერთაშორისო ტურნირით, “Skate Victoria”-თი დაასრულეს. ტურნირში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 7 მოციგურავე: ანადეა გულბიანი-შმიდტი, დავით გურგენიძე, ილია გოგიტიძე, ნიკოლ ფადეევა, ინგა ფუტკარაძე, ქეთი მახარაძე და ეკატერინე იაზადჯი მონაწილეობდნენ. ქართველმა მოციგურავეებმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე. დავით გურგენიძემ 38.36 ქულით პირველი ადგილი დაიმსახურა, ილია გოგოტიძემ ნოვისების კატეგორიაში 39.76 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ეკატერინე იაზადჯმა კი 43.00 ქულით კი ბრანჯაოს მედალი მოიპოვა. მოკლე პროგრამის შემდეგ, ანადეა გულბიანი-შმიდტი…

მეტი

გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას მიერ ყინულზე შესრულებული ქართული ცეკვა (ვიდეო)

გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას მიერ ყინულზე შესრულებული ქართული ცეკვა (ვიდეო)

ქართველმა მოცეკვავე წყვილმა, მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, 10 მარტს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2019 წლის სპორტული სეზონი საჩვენებელი გამოსვლა სპეციალურად მომზადებული ქართული ცეკვით დაასრულა. “ყინულზე ქართული ფოლკლორული კომპოზიციით, ფიგურული ციგურაობის ელემენტების ენით, ფორმისა და შინაარსის შეუცვლელად, ემოციურად შესრულებული საჩვენებელი ნომრით, წყვილმა შეძლო ქართული ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების განსაკუთრებული ხიბლის წარმოჩენა და იმ დროშის ღირსეულად დაცვა, რომლის ქვეშ ბევრი პერსპექტიული ქართველი მოციგურავე იასპარეზებს და კიდევ არაერთ გამარჯვებას მოუტანს ფიგურული ციგურაობის მოყვარულ…

მეტი

ზამთრის უნივერსიადაზე, ფიგურულმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მე-3 ადგილი დაიკავა

ზამთრის უნივერსიადაზე, ფიგურულმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მე-3 ადგილი დაიკავა

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში მიმდინარე ზამთრის უნივერსიადაზე, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადის ახალგაზრდული ანალოგი, მსოფლიო სტუდენტური სპორტული თამაშები, იგივე უნივერსიადა- საერთაშორისო სპორტული ასპარეზობაა სტუდენტებს შორის, რომელიც წელს ოცდამეეცხრედ ტარდება სტუდენტური სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით და ტურნირიში 17-დან 25 წლამდე სტუდენტები და აკადემიური ხარისხის მქონე კურსდამთავრებულები მონაწილეობენ. უნივერსიადის პროგრამაში, რომელიც წელს ზამთრის 11 სპორტულ სახეობაში იმართება, ფიგურულ ციგურაობაში, 25 ქვეყნის 97 მოციგურავე მონაწილეობს. ზამთრის უნივერსიადაზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველო მორის…

მეტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას 6 ქართველი სპორტსმენი მიიღებს

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას 6 ქართველი სპორტსმენი მიიღებს

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას 6 ქართველი სპორტსმენი მიიღებს. ფესტივალში მონაწილე დელეგაციის გაცილების ცერემონია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი სპორტსმენები სულ ორ სახეობაში – სამთო – სათხილამურო სპორტსა და ფიგურულ ციგურაობაში გამოვლენ. ევროპის ზამთრის  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (სარაევო, ბოსნია-ჰერცოგოვინა, 10 -15  თებერვალი)  –    მონაწილე  ქვეყანა – 46 –    სპორტის სახეობა –  8 –    სპორტსმენთა რაოდენობა  – 1000- მდე –    გახსნის ცერემონია – 10 თებერვალი –    დახურვის ცერემონია – 15 თებერვალი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ…

მეტი

ალინა ურუშაძემ ბელგრადის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

ალინა ურუშაძემ ბელგრადის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

სერბეთის დედაქალაქე ბელგრადში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, იუნიორთა შორის, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, ალინა ურუშაძემ, 36 მონაწილეს შორის, მოკლე და თავისუფალ პროგრამაში უმაღლესი შეფასება და ოქროს მედალი დაიმსახურა. ახალგაზრდა ქართველმა მოციგურავემ, ორივე პროგრამაში 146.71 ქულა მოაგროვა და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. სპორტსმენისთვის 2018 წელი სადებიუტო იყო. მისმა გამოსვლებმა სპეციალისტებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მხრიდან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. ალინა ურუშაძის ეს წარმატება სერიოზული განაცხადია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისათვის ისეთი უმნიშვნელოვანესი სტარტების წინ, როგორიცაა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 21-27…

მეტი

პირველად, ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში – მორის ყვითელაშვილი გრან-პრის ვერცხლის პრიზიორია

პირველად, ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში – მორის ყვითელაშვილი გრან-პრის ვერცხლის პრიზიორია

ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ტურნირის, მოსკოვის გრან-პრის სერიის მეხუთე ეტაპზე, რომელიც 16-18 ნოემბერს გაიმართა, მეგასპორტის არენაზე, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მორის ყვითელაშვილი მოსკოვის ეტაპზე ისეთ ტიტულოვან მოციგურავეებთან ასპარეზობდა, როგორებიც არიან: ორგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, იაპონელი იუძურუ ჰანიუ; ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში და ორგზის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, რუსეთის ჩემპიონი, მიხეილ კოლიადა; ასევე, მოციგურავეები შვედეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან და კანადიდან. მორისმა ორი პროგრამის ჯამში 248,…

მეტი