“ლოკომოტივის” ფეხბურთელმა, მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა

“ლოკომოტივის” ფეხბურთელმა, მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა

თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელმა, მამია გავაშელიშვილმა ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სიმსივნე დაამარცხა და ფეხბურთს უბრუნდება. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში თავდამსხმელის მეუღლემ დაწერა. “დღეს საუკეთესო დღეა ჩემსა და მამიას ცხოვრებაში!!!! ერთ წლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია !!! ამ სიხარულისთვის კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბ FC Locomotive Tbilisi !!!! თქვენი თანადგომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდით!!! საუკეთესო თანამშრომლებითა და ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ყოველთვის და ყველგან ჩვენს გვერდით იდგა !!! მჯერა , რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ !!!  აქვვე დიდი…

მეტი

ქართველ ფეხბურთელს გერმანიიდან საქართველოში დეპორტი ემუქრება

ქართველ ფეხბურთელს გერმანიიდან საქართველოში დეპორტი ემუქრება

22 წლის ქართველ ფეხბურთელს, ნიკა მდორეულს გერმანიიდან საქართველოში დეპორტი ემუქრება. მდორეული ქალაქ ბილეფელდის საფეხბურთო კლუბ VFL Theesen-ში თამაშობს და ვეშტფალენის ფუტსალის ლიგაში გამოდის. ნიკა მდორეული საქართველოში გამოსადეპორტებელთა სიაშია, ადგილობრივები კი ჩრდილოეთ რაინ-ვეშტფალიის მიწის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ფეხბურთელს მხარს გუნდიც უჭერს. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანდრეას ბრანდაინი ამბობს, რომ მდორეული კარგად არის ინტეგრირებული გარემოში, რისთვისაც ფეხბურთი იდეალური პლატფორმა იყო. მან გერმანული ენა მალე შეისწავლა და საუბარიც დაიწყო. ბრანდაინის თქმით, ის კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელია. ქალაქის მაცხოვრებლები ჟურნალისტებთან…

მეტი

ვლადიმირ ვაისი: ძალიან მაინტერესებს, როგორი რესურსი აქვს საქართველოს ნაკრებს

ვლადიმირ ვაისი: ძალიან მაინტერესებს, როგორი რესურსი აქვს საქართველოს ნაკრებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავკაცი, ვლადიმირ ვაისი, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ, მის ხელთ არსებული რესურსის სრულად გამოყენებას აპირებს. ამის შესახებ განცხადება სლოვაკმა სპეციალისტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ვაისის განმარტებით, შესაძლოა, შვეიცარია მიმდინარე შესარჩევი ციკლის და კონკრეტული შეხვედრის ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალინდელ მატჩში საქართველოს ის აუცილებლად მოუგებს. „შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შვეიცარია ამ შეხვედრაში ფავორიტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოიგებს. ფავორიტია, იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიო კვალიფიკაციაში მეშვიდე ადგილს იკავებს. თუმცა ჩვენ გვაინტერესებს, როგორ…

მეტი

“ჩემი ცოლი ძალიან ბედნიერია” – ლუის ვან გაალი ფეხბურთიდან წავიდა

“ჩემი ცოლი ძალიან ბედნიერია” – ლუის ვან გაალი ფეხბურთიდან წავიდა

ჰოლანდიელი საფეხბურთო სპეციალისტი ლუის ვან გაალი ფეხბურთიდან მიდის. სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება 67 წლის სპეციალისტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. “ჩემმა ცოლმა მუშაობა შეწყვიტა 22 წლის წინ, რადგან ჩემი სამსახურისთვის უცხოეთში მხარი დაეჭირა და ჩემთან ერთად ეცხოვრა. მე მას დავპირდი, რომ ფეხბურთიდან 55 წლის წავიდოდი, ახლა კი 65-ზე მეტის ვარ. ფეხბურთის მსგავსად, ჩემმა მეუღლემ ლუის ვან გაალთან ერთად იცხოვრა და ამ გადაწყვეტილებით, ახლა ის ძალიან ბედნიერია”, – განაცხადა ლუის ვან გაალმა. ვან გაალმა, ჰოლანდიის ჩემპიონის…

მეტი

ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი ფეხბურთელების სასამართლო პროცესი ანტალიაში ხვალ გაიმართება

ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი ფეხბურთელების სასამართლო პროცესი ანტალიაში ხვალ გაიმართება

საფეხბურთო კლუბ “ცხინვალის” 5 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი, რომლებიც ქურდობის ბრალდებით თურქეთში 22 თებერვალს დააკავეს, ხვალ გაიმართება. როგორც “რეკორდერს” კლუბის პრეზიდენტმა, ქართლოს რუხაიამ განუცხადა, ფეხბურთელები ანტალიაში საკუთარი ხარჯებით ცხოვრობენ და მათთან თანამშრომლობის საკითხი “ცხინვალს” ჯერ გარკვეული არ აქვს. ქართლოს რუხაია საკუთარი ფეხბურთელების უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მოთამაშეების ამ დრომდე ანტალიაში დატოვებას პროცედურებით ხსნის, რომელსაც თავისი ვადები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ რუხაიას ქურდობაში ეჭვმიტანილი ფეხბურთელების პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარება, ვარაუდობს, რომ ბიუჯეტიდან გამომდინარე, ამ მოთამაშეების დარეგისტრირებას ვერ შეძლებენ….

მეტი

სკანდალი გერმანიის ნაკრებში – ლიოვმა ეროვნული გუნდიდან სამი მსოფლიო ვარსკვლავი დაითხოვა

სკანდალი გერმანიის ნაკრებში – ლიოვმა ეროვნული გუნდიდან სამი მსოფლიო ვარსკვლავი დაითხოვა

“გამაოგნებელი გადაწყვეტილება” –  ასე ეხმაურება გერმანული მედია გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც,  ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებენ მსოფლიო ვარსკვლავები – მათს ჰუმელსი, თომას მიულერი და ჯერომი ბოატენგი. შესაბამისად, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე  და არც ევროპის ჩემპიონატზე, ეს ფეხბურთელები აღარ ითამაშებენ. ეს გადაწყვეტილება ლიოვმა და ბუნდესმანშაფტის მენეჯერმა, ოლივერ ბირჰოფმა „ბაიერნის“ ფეხბურთელების მისამართით დღეს გაახმაურეს. „მადლობას ვუხდი მათსს, ჯერომსა და თომასს მათი წარმატებებისთვის, არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი ერთობლივი წლებისთვის“, – განაცხადა ლიოვმა….

მეტი

SCANDAL: ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

SCANDAL: ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობაში ეჭვმიტანილი 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. როგორც თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური იუწყება, დაკავებულები “სპარტაკ ცხინვალის” (ქართულ კლუბს “ცხინვალი” ჰქვია. ეს მისი ძველი სახელწოდებაა/რედ.)  მოთამაშეები არიან, რომლებიც თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში რამდენიმე დღის წინ, ზამთრის შეკრებაზე გაემგზავრნენ. გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ, კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, შარვალი და მსგავსი 9 ნივთი აკლდათ, რის შემდეგაც პოლიციას გამოუძახეს….

მეტი

ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენებული ორი სტადიონი ექსპლუატაციაში წელს შევა

ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენებული ორი სტადიონი ექსპლუატაციაში წელს შევა

ალ-ჰაკარისა და ალ-ჰორის სტადიონები, რომლებიც ყატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდა, ექსპლუატაციაში წელს შევა. გარდა ამისა, დოჰაში, კათოლიკური ფონდის მიერ დაფინანსებული სტადიონის მშენებლობის დასრულებაც წლის ბოლომდე იგეგმება. ალ-ვაკრას სტადიონი, როგორც დიზაინერებმა ჩაიფიქრეს, ტრადიციული არაბული ნავის სტილში გაკეთდება. მასზე, მაყურებლის ტევადობა 40 ათასი იქნება, ხოლო ალ ბეითის არენა ალ ხობეში 60 ათასიანი იქნება და მას ტრადიციული არაბული კარი ექნება. ალ-რაიანში მდებარე სტადიონი, ყატარელთა სტუმართმოყვარეობას გაუსვამს ხაზს. Qatar Foundation სტადიონზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო კომპონენტების გაერთიანებას გეგმავს,…

მეტი

ზამთრის თასი: კახა კალაძე, 9 გოლით, ლეგენდების ბომბარდირი გახდა

ზამთრის თასი: კახა კალაძე, 9 გოლით, ლეგენდების ბომბარდირი გახდა

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და თბილისის მერი, კახი კალაძე ზამთრის თასზე,  9 გატანილი გოლით, ლეგენდების გათამაშებაში ბომბარდირი გახდა. ტურნირი კი თურქეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში თურქები ესპანეთს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში, მინიმალური სხვაობით – 2:1 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-2 წუთზე მეტოქის კარი ჯიჰან ჰასპოლატლიმ აიღო. შეხვედრა თურქების შეტევებით გაგრძელდა და მე-13 წუთზე ვოლკან არსლანის გატანილი გოლით მათი უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა. მატჩის მიწურულს შედეგი ესპანელთა შეტევებმაც გამოიღო და 21-ე წუთზე სხვაობა ვინსენტ ენგონგამ…

მეტი