6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ოქრო და 1200-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი – 2019 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. წლის ბოლო დღეს „რეკორდერი“ ქართული სპორტის წელს აჯამებს. ისტორიაში პირველად, 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ქვეყანაში კი, სხვადასხვა ტურნირებიდან, ქართველმა სპორტსმენებმა 400-ზე მეტი ოქროს მედალი ჩამოიტანეს. 6 მსოფლიო ოქროდან, 4 მედალი ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა იმედები ქართველ გულშემატკივარს არც ამჯერად გაუცრუა და მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში საქართველოს…

მეტი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წლის პირველი ამხანაგური მატჩი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართა. სტამბოლის ბაშაკშეჰირის სტადიონზე შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა გახსნა. მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილის გადაცემით, ჯანო ანანიძემ გაიტანა. კორეელებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ნახევარში მოახერხეს. 47-ე წუთზე, ჰეუნგმინ სონის ჩაწოდების შემდეგ ყველას უიჯო ჰვანგმა დაასწრო და ახლო მანძილიდან აიღო გიორგი მაკარიძის კარი. კორეელმა თავდამსხმელმა 85-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 90-ე…

მეტი

ვლადიმირ ვაისი: აქ ფულისთვის არ მოვსულვარ

ვლადიმირ ვაისი: აქ ფულისთვის არ მოვსულვარ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის განცხადებით, ის საქართველოს ნაკრებში, ბოლო წლებში ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც ყველაზე დაბალანაზღაურებადი კონტრაქტი აქვს და ის აქ ფულის გამო არ მუშაობს. ეს განცხადება ვაისმა, სასტუმრო „რუმსში“ ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე გააკეთა. „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, სამ წელიწად ნახევრის წინ შემომთავაზა საქართველოს ნაკრებში მუშაობა. ორი წლის შემდეგ ახალი შემოთავაზება მივიღე, გაგვეგრძელებინა კონტრაქტი. ხელმძღვანელობასთან უშუალო შეხვედრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავრჩენილიყავი და ერთა ლიგის გამოწვევა მიგვეღო. რაც შეეხება ბიუჯეტს, შემიძლია ვთქვა, რომ წინამორბედებისგან…

მეტი