მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში, საქართველოს ზედიზედ მეორედ სანდრო ბაზაძე წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სალიცენზიო ტურნირი (20-22 მარტი.ბუდაპეშტის მსოფლიო თასი) დარჩენილია, სანდრომ ტოკიო2020-ში ასპარეზების უფლება უკვე მოიპოვა. ვაჟთა შორის შეჯიბრი, პირად პირველობაში ხმლით ფარიკაობაში, 25 ივლისს, ტოკიოს საგამოფენო ცენტრ Makuhari Messe-ში ჩატარდება.

მეტი

ქართველმა მოფარიკავეებმა კუვეიტის საერთაშორისო ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს

ქართველმა მოფარიკავეებმა კუვეიტის საერთაშორისო ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს

ქართველმა მოფარიკავეებმა, კუვეიტის ფარიკაობის კლუბის ეგიდით გამართული საერთაშორისო ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს. რაპირაში გამართულ ქართულ ფინალში ლუკა ღაღანიძემ ლაშა გალუაშვილი დაამარცხა, ხოლო დაშნაში ჩემპიონი გიორგი დიდია გახდა. ტურნირამდე კუვეიტის ფარიკაობის კლუბის მიერ ორგანიზებულ ზამთრის ერთკვირიან კემპში, მონაწილეობა ხუთმა ქართველმა მოფარიკავემ – ლუკა ღაღანიძემ და ლაშა გალუაშვილმა, ასევე დაშნით მოფარიკავეებმა, ლადო ხვედელიძემ, გიორგი დიდიამ და საბა ბიწაძემ, მწვრთნელ დავით არველაძესთან ერთად მიიღეს.

მეტი