FACEBOOK NEWS: დღეიდან “ფეისბუქზე” საკუთარი ისტორიის წაშლა შეგიძლიათ

FACEBOOK NEWS: დღეიდან “ფეისბუქზე” საკუთარი ისტორიის წაშლა შეგიძლიათ

Facebook-ს ახალი ფუნქცია ემატება. სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელს უკვე შეუძლია საკუთარი ისტორია “გაწმინდოს” – განცხადება ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა გააკეთა. Clear History Tool ახალი სექციის — “Off-Facebook Activity-ს” ნაწილია. ეს ფუნქცია Facebook-ს ჯერ კიდევ 2018 წელს დაემატა, თუმცა მხოლოდ 3 ქვეყნისთვის იყო ხელმისაწვდომი.  თუმცა საკუთარი ისტორიის წაშლა დღეს უკვე ყველა მომხმარებელს შეუძლია.

მეტი

Facebook-ში მილიონობით მომხმარებლის პაროლები დაუშიფრავი აღმოჩნდა

Facebook-ში მილიონობით მომხმარებლის პაროლები დაუშიფრავი აღმოჩნდა

Facebook-ის თითქმის 20 ათასამდე თანამშრომელს სოციალური ქსელის რამდენიმე მილიონი მომხმარებლის პაროლებთან წვდომა ჰქონდა, – განაცხადა კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტმა ბრაიან კრებსმა. მისი თქმით, უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობის შესახებ, წყარომ მას Facebook-დან აცნობა: 600 მილიონი პაროლი ბაზაში დაუშიფრავად, ჩვეულებრივი ტექსტის სახით ინახებოდა. ამ პაროლებით, მომხმარებლები, ძირითადად, 2012 წელს დარეგისტრირდნენ. Facebook-ის ცნობით, პრობლემა ამჟამად აღმოფხვრილია. კომპანიის წარმომადგენელი სკოტ რენფრო აღნიშნავს, რომ ჩატარებულმა შიდა გამოძიებამ აღნიშნული პაროლების ბოროტი განზრახვით გამოყენების ვერც ერთი ფაქტი ვერ გამოავლინა.  Facebook-მა არსებული პრობლემა იანვარში, უსაფრთხოების…

მეტი

Facebook და Instagram, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეფერხებით მუშაობს

Facebook  და Instagram, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეფერხებით მუშაობს

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Facebook და instagram რამდენიმე საათია, შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლებს სოციალურ ქსელებში ფოტოებისა და პოსტების გაზიარების მასობრივი პრობლემა აქვთ. ჯერ-ჯერობით, უცნობია, რა არის სოციალური ქსელის პოპულარული ვებ-გვერდების შეფერხებით მუშაობის მიზეზი. ხარვეზით ფუნქციონირებს საიტები საქართველოშიც.

მეტი

“ფეისბუქი” დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის სისტემაზე მუშაობს

“ფეისბუქი” დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის სისტემაზე მუშაობს

სოციალური ქსელის “ფეისბუქის” დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში, კომპანია აქცენტს მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე გადაიტანს და მათ ბევრად უკეთეს დაცვის სისტემას შესთავაზებს, მათ შორის, დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის სახით. ცუკერბერგის თქმით, კომპანია არ აპირებს, მონაცემთა ცენტრებში შეინახოს მომხმარებელთა ინფორმაცია, რომლებიც იმ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული. შესაბამისად, ის მზადაა ამ სახელმწიფოებში მისი სერვისების დაბლოკვისთვის. “მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მონაცემთა დაცვის მიზნით, არ შევინახავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ ქვეყნებში, სადაც არ არის დაცული…

მეტი

ბრიტანეთის პარლამენტი Facebook-ის წინააღმდეგ

ბრიტანეთის პარლამენტი Facebook-ის წინააღმდეგ

სოციალურ ქსელებს, პირველ რიგში – “ფეისბუკს”, არ შეუძლია დეზინფორმაციის გავრცელების დამოუკიდებლად შეჩერება და ამიტომ, მკაცრ რეგულაციებს საჭიროებს, – ამ დასკვნამდე ბრიტანეთის პარლამენტის კულტურის, მედიის, სპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების კომიტეტი მივიდა. კომიტეტმა ახლახანს გამოაქვეყნა დასკვნა გამოძიების თაობაზე, რომელიც ერთ წელზე მეტი გრძელდებოდა. გამოძიება “დეზინფორმაციასა და ფალსიფიცირებულ ახალ ამბებს” შეეხებოდა. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული თავად მარკ ცუკენბერგზეც. პარლამენტარები აღნიშნავენ, რომ “ფეისბუკის” დამაარსებელმა ვერ შეძლო, ეჩვენებინა “ლიდერობა და პერსონალური პასუხისმგებლობა” ფალსიფიცირებული ახალი ამბების გავრცელების საკითხში, თავად კომპანიამ კი…

მეტი

ყველაზე პოპულარული ფეისბუქგვერდები მსოფლიოში

ყველაზე პოპულარული ფეისბუქგვერდები მსოფლიოში

სტატისტიკის საერთაშორისო პორტალი – statista.com მომხმარებელს საინტერესო ინფორმაციას მუდმივად სთავაზობს. ამჯერად, პორტალმა “ფეისბუქში” იმ გვერდების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებსაც 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ყველაზე მეტი გამომწერი და ფანი ჰყავს. საინტერესოა, რომ მომღერალმა შაკირამ, რომელიც სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს, სოციალურ ქსელში 102 მილიონზე მეტი გამომწერი მოაგროვა და ისეთ შემსრულებლების ფეისბუქგვერდებს გაუსწრო, როგორებიც ემინემი, რიჰანა, ვილ სმიტი და მაიკლ ჯექსონია. არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ სიაში, 213 მილიონი გამომწერით – თავად “ფეისბუქია”, მეორე ადგილს კი “სამსუნგი” იკავებს,…

მეტი

Messenger, WhatsApp და Instargram, შესაძლოა, წლის ბოლომდე გაერთიანდეს

Messenger, WhatsApp და Instargram, შესაძლოა, წლის ბოლომდე გაერთიანდეს

Facebook-ის დამაარსებელი, მარკ ცუკენბერგი კომპანიის კუთვნილი სასაუბროების: Facebook Messenger, WhatsApp და “ინსტაგრამის” მესენჯერის გაერთიანებას გეგმავს. თუ ინტეგრაციის გეგმა წარმატებით დასრულდა, სამივე აპლიკაციის მომხმარებელი ერთმანეთისთვის შეტყობინების გაგზავნას შეძლებს. მაგალითად, Facebook Messenger-დან შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელი იქნება WhatsApp-ში, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა შეტყობინების ავტორს ეს უკანასკნელი აპლიკაცია ჩამოტვირთული. კომპანია Facebook-ის გეგმებზე New York Times-მა დაწერა. გაზეთის თქმით, ეს ინიციატივა თავად ცუკენბერგს ეკუთვნის. ინტეგრაციის პროცესი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. კომპანიაში, გადაწყვეტილებას სასაუბროების გაერთიანების თაობაზე, მომხმარებლისთვის კომუნიკაციის კიდევ უფრო…

მეტი