თბილისის მერია სპორტსმენებს სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფს

თბილისის მერია სპორტსმენებს სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფს

თბილისის მერია სპორტსმენებს, სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით,  პროგრამის ფარგლებში, სოციალური მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული სპორტული კლუბები და ფედერაციები დაფინანსებას მიიღებენ. „სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენთვის. თბილისის მერია უკვე მეორედ ახორციელებს სპორტის  მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც გულისხმობს  სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში  სპორტსმენების ეკიპირებით  უზრუნველყოფას. ამ ადამიანებს სჭირდებათ  მუდმივი  მხარდაჭერა ჩვენგან და დედაქალაქის მერიაც მზად არის,   მათ მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი.  თბილისის მერია…

მეტი

კახა კალაძე: აშშ-ს მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია

კახა კალაძე: აშშ-ს მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტსა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელოვნად აფასებს. კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრას მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. „მინდა, მივულოცო მამუკა ბახტაძეს ეს წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ის რეფორმები და წინსვლა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორცილდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ…

მეტი

1 ივნისს, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება

1 ივნისს, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 1 ივნისს, მთავარი საბავშვო ზეიმი ვაკის პარკში ჩატარდება და 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. “ყოველდღიურად რასაც ვაკეთებთ, კეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იამაყონ და იცხოვრონ ძლიერ საქართველოში, ლამაზ თბილისში, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. ამ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს აწყობს. მთავარი საბავშვო საზეიმო სივრცე ვაკის პარკში იქნება,…

მეტი

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, 4 მაისის 24:00 საათიდან 6 მაისის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შესაბამისად, 5 მაისს N31, N44, N50, N55, N71, N102 და N80 მუნიციპალური ავტობუსები ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემდეგი სქემით იმოძრავებენ: გორგასლის ქუჩიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან აუხვევენ მშრალი ხიდის მიმართულებით, გაივლიან ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებს, შემდეგ კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ.  

მეტი