ქუთაისის “ტორპედო” ევროპას დაემშვიდობა, კახა ცხადაძის “ორდაბასი” შემდეგ ეტაპზეა

ქუთაისის “ტორპედო” ევროპას დაემშვიდობა, კახა ცხადაძის “ორდაბასი” შემდეგ ეტაპზეა

ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგას დაემშვიდობა. კახა ჩხეტიანის გუნდი კახა ცხადაძის “ორდაბასთან” შინაც დამარცხდა. იმერულ კლუბს გასვლაზე მინიმალური სხვაობით ჰქონდა წაგებული და შანსს ინარჩუნებდა შემდეგ ეტაპზე გასვლის. ყაზახურმა კლუბმა, რომელსაც ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი, კახა ცხადაძე წვრთნის, მეორე ტაიმის ბოლო 14 წუთში შეძლო “ტორპედოს” კარში ორი ბურთის გატანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მომავალი მეტოქე გაარკვია საჩხერის “ჩიხურამაც”, რომელმაც ლუქსემბურგის “ფოლა” გამოთიშა ასპარეზობას. შემდეგ ხუთშაბათს, სოსო ფრუიძის გუნდი შოტლანდიურ “აბერდინს” შეერკინება. “დინამო თბილისმა” შინ ანდორული “ენგორდანი” გაანადგურა…

მეტი

საფეხბურთო გაკვეთილი: “დინამო” – “ენგორდანი” – 6:0

საფეხბურთო გაკვეთილი: “დინამო” – “ენგორდანი” – 6:0

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი „დინამო თბილისმა“ ანდორული „ენგორდანის“ განადგურებით დაიწყო. პირველ შეხვედრაში, ფელის ვისენტეს გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 6:0 დაამარცხა. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. ნინუამ საჯარიმო უბადლოდ შეასრულა – 1:0. 21-ე წუთზე, გიორგი კუხიანიძემ გაისროლა. დარტყმა ულამაზესი გამოუვიდა, “დინამო” კი წინ ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა, მეორეს სტარტზე კი „დინამომ“ ბურთზე ინიციატივა, რატომღაც, მეტოქეს დაუთმო. ამას ის მოჰყვა, რომ ანდორელებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს ქართველთა კარისკენ დარტყმა. „დინამომ“ კი კიდევ ოთხჯერ…

მეტი

სფფ ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

სფფ ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია დღეს უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეგიდით გასამართი ტურნირების ფინალის მასპინძლობაზე, დღეისთვის, უეფას აღმასრულებელ კომიტეტში სულ 11 განაცხადია შესული. გამარჯვებული ქვეყნების ვინაობა, 2019 წლის ივნისში გაირკვევა. ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის, საქართველოსთან ერთად, ავსტრია და ესპანეთი იბრძვიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, 2020 წლის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადი გასულ წელს საკუთარი სურვილით გააუქმა.  

მეტი