საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილს იკავებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილს იკავებს

სერბეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 115 ქულით პირველ ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრებს ტრიუმფალური სტარტი ჰქონდა. პირველ საფინალო დღეს, 5 წონითი კატეგორიიდან, ფინალში ოთხმა ქართველმა იჭიდავა და ოთხივე მათგანმა ოქროს მედალი მოიპოვა. მეხუთე წონით კატეგორიაში კი, ბექა მამუკაშვილმა (77კგ) ბრინჯაოს მედალი აიღო. თითოეულ ჩემპიონს წილად 25 საერიტინგო ქულა ერგო, ბრინჯაოს მედალოსანს კი – 15. 115 ქულით საქართველო ლიდერია, მას 77 ქულით – რუსეთი,  65 ქულით კი – თურქეთი მოჰყვებიან….

მეტი

ლევან ქავჟარაძემ სომეხ სპორტსმენს მსაჯებიანად მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა

ლევან ქავჟარაძემ სომეხ სპორტსმენს მსაჯებიანად მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა

კიდევ ერთი ოქროს მედალი სერბეთიდან – 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან ქავჟარაძემ (63კგ) სომეხ სპორტსმენს, სლავიკ გალსტიანს მსაჯებიანად მოუგო და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეხვედრის საწყის წუთებზე, ქართველმა ფალავანმა სომეხ მეტოქეს ორი ქულა აუღო, თუმცა ჩელენჯის შემდეგ, მსაჯებმა ქავჟარაძეს ქულები ჩამოართვეს. სომეხი ფალავანი 4:0 წინ გავიდა, შემდეგ ქართველმა მას სამი ქულა აუღო და მეტოქე ამოატრიალა, თუმცა, მსაჯებმა სამი ქულა კვლავ სომეხს მიაკუთვნეს და ქართველი მსაჯების ჩელენჯიც წაგებულაც ჩათვალეს, ანგარიში კი 8:4 გახდა. მეორე…

მეტი

ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონია

ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონია

სერბეთის  ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, 23-წლამდელებს შორის, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ (55კგ). ფინალში, ქართველმა ფალავანმა აშკარა უპირატესობით – 0:9 დაამარცხა რუმინელი ტიტა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ჩემპიონის ტიტულიც შემატა. დღესვე, ოქროს მედლისთვის, გურამ ხეცურიანი (87კგ), ლევან ქავჟარაძე (63კგ) და ზვიად პატარიძე (130კგ) იჭიდავებენ, ბექა მამუკაშვილი კი (77კგ) ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

მეტი

U23: ევროპირველობისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U23: ევროპირველობისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 23-წლამდელებს შორის, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ათ-კაციანი შემადგენლობა ცნობილია. ნაკრების თავკაცმა, ზურაბ ჭიღლაძემ ევროპირველობისთვის ასეთი შემადგენლობა შეარჩია: 57 კგ – რობერტ დინგაშვილი (ყვარელი) 61 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი (გორი) 65 კგ – ედემი ბოლქვაძე (სამტრედია) 70 კგ – ივერი ჯულაყიძე (სამტრედია) 74 კგ – გიორგი სულავა (ქუთაისი) 79 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი) 86 კგ – ზაურ ბერაძე (ხარაგაული) 92 კგ – დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია) 97 კგ…

მეტი

ევროპის ჩემპიონატისთვის, გიორგი ასანიძემ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ევროპის ჩემპიონატისთვის, გიორგი ასანიძემ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ, დღეს, ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის, ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ევროპირველობაზე ქართველი ძალოსნები ასეთი შემადგენლობით წარსდგებიან: 55 კგ.- გიორგი დოკვაძე 61 კგ. – შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე 67 კგ. – გოგა ჩხეიძე 73 კგ. – არჩილ მალაყმაძე 81 კგ. – ლომია თებიძე 89 კგ. – რევაზ დავითაძე 96 კგ. – ანტონ პლესნოი 102 კგ. – ირაკლი ჩხეიძე +109 კგ. – ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე  გიორგი…

მეტი

ევროპის ჩემპიონატი: 4 ქართველი – ოქროსთვის, 1 კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ევროპის ჩემპიონატი: 4 ქართველი – ოქროსთვის, 1 კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 23-წლამდელებს შორის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 4 წევრი ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, ერთი კი – ბრინჯაოსთვის. ძალიან წარმატებული გამოდგა ქართველი ფალავნების სტარტი ევროპირველობაზე. ნუგზარ წურწუმია (55კგ), ლევან ქავჟარაძე (63კგ), გურამ ხეცურიანი (87კგ) და ზვიად პატარიძე (130კგ) ჩემპიონის ტიტულისა და ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ. მხოლოდ ერთმა – ბექა მამუკაშვილმა (77კგ) ვერ შეძლო ფინალში გასვლა და ხვალ ის მესამე ადგილისა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. პირველი დღის საშეჯიბრო ფინალები, ხვალ, თბილისის დროით, 21:00…

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით 5 ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით 5 ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

წარმატებულად აიღო სტარტი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 23 წლამდელებს შორის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, საჭიდაო ხალიჩაზე ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა. ხუთივე მათგანი ფინალში გასასვლელად და შესაბამისად, ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები, 23 წლამდელებს შორის, ნუგზარ წურწუმია (55კგ) და ზვიად პატარიძე (130კგ)  ამჯერად ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) აშკარა უპირატესობით 9-0 დაჯაბნა უკრაინელი კოროსტელოვი და ევროპირველობის ნახევარფინალში რუს ვიქტორ ვედერნიკოვს დაეჭიდება. გურამ ხეცურიანმა…

მეტი

23-წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი ხვალ იწყება

23-წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი ხვალ იწყება

4-10 მარტს, სერბეთის ქალაქი ნოვი სადი, 23 წლამდელებს შორის, ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც პირველები, ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების განაცხადი, ევროპირველობაზე ასეთია: 55 კგ – ნუგზარ წურწუმია (ხობი) 60 კგ – ირაკლი ძიმისტარიშვილი (ოზურგეთი) 63 კგ – ლევან ქავჟრაძე (ოზურგეთი) 67 კგ – გიორგი კურტანიძე (გარდაბანი) 72 კგ – რამაზ ზოიძე (აჭარა) 77 კგ – ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი) 82 კგ – აივენგო რიკაძე (გარდაბანი) 87 კგ – გურამ ხეცურიანი (ქუთაისი) 97…

მეტი

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს, 55 ქვეყანაში გაშუქდება

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს, 55 ქვეყანაში გაშუქდება

6-13 აპრილს ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელზეც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. მიმდინარე სამუშაოებს, უახლოეს დღეებში, აჭარაში, ადგილზე მოინახულებს სპეციალური კომისია. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში და ევროპის ფედერაციის ტელევიზიის დირექტორი დევიდ გოლდსტრომი, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად. ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს შეაჯამებენ. კონტინენტის პირველობის საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ სირბილაშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი…

მეტი

საქართველოს 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპირველობაზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპირველობაზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს 20 და 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გუნდური მეორე ადგილით დაასრულეს. ეროვნულმა გუნდმა, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, 9 ოქროს, 10 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შედეგები ასეთია: ირაკლი ჩხეიძე – 3 ოქრო; გოგა ჩხეიძე-2 ოქრო, 1 ვერცხლი; რევაზ დავითაძე – 2 ოქრო, 1 ვერცხლი; დავით ხეცურიანი – 1 ოქრო, 2 ვერცხლი; ანტონ პლესნოი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი; გიორგი ჩხეიძე – 3 ვერცხლი; ანასტასია გოტფრიდი – 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო; გოდერძი ბერდელიძე – 1 ვერცხლი;…

მეტი
1 4 5 6