იაკობ ქაჯაია და ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

იაკობ ქაჯაია და ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დღეს, ბუქარესტის ევროპირველობაში ჩაერთო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი, პირველივე დღეს მხოლოდ ორმა სპორტსმენმა შეინარჩუნა. იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) 1/4 ფინალში აშკარა უპირატესობით, 10-0 მოუგო პოლონელ კრაევსკის და ნახევარფინალში რუსთა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ და ოლიმპიური პრიზიორი სერგეი სემიონოვს დაეჭიდება. ფინალში გასასვლელად იჭიდავებს ლევან ქავჟარაძეც (63კგ), რომელმაც 1/4 ფინალში, მშრალი ანგარიშით – 10:0 მოუგო უნგრელ ბენ კოვაჩს და ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ისიც რუს სტეპან მარინიანს შეხვდება. ევროპის 2018 წლის ჩემპიონმა, რობერტ კობლიაშვილმა,…

მეტი

ძალოსანმა რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

ძალოსანმა რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა რეზი დავითაძემ, ატაცში ევროპის რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა. 20 წლის ძალოსანმა 170 კგ დაძლია და 23 წლამდელთა შორის ატაცში ევროპის რეკოდსმენი გახდა. რაც შეეხება აკვრას, აქ სპორტსმენმა 200 კილოგრამი დაძლია და საუკეთესო მეორე შედეგი დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი – 370 კილოგრამი დაძლია და 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა ევროპირველობა. 89 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტულს სომეხი ჰაკუბ მკრტიჩიანი დაეუფლა.  

მეტი

ძალოსანი რეზი დავითაძე ევროპის რეკორდსმენი და ოქროს მედალოსანია

ძალოსანი რეზი დავითაძე ევროპის რეკორდსმენი და ოქროს მედალოსანია

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა რეზი დავითაძემ ევროპის რეკორდი დაამყარა. ძალოსანმა 170 კგ დაძლია და 23 წლამდელთა შორის ატაცში ევროპის რეკორდსმენი გახდა. გარდა ამისა, მან ატაცში ოქროს მედალიც მოიპოვა. რამდენიმე წუთში, ქართველი სპორტსმენი კიდევ ერთხელ გამოვა ფიცარნაგზე და ძალებს აკვრაში მოსინჯავს.  

მეტი

გენო პეტრიაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

გენო პეტრიაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოქროს მედლის გარეშე დაასრულა. ოქროს ფინალი გენო პეტრიაშვილმა თურქ ტაჰა აკგულისთან 7:0 დათმო და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გენო პეტრიაშვილის მთავარ კონკურენტს, ტაჰა აკგულს, ევროპის ჩემპიონატისთვის სამი ქართველი მძიმეწონოსანი მოჭიდავე – ლევან ბერიანიძე, გიორგი მეშვილდიშვილი და დავით მოძმანაშვილი ამზადებდნენ. საქართველოს ნაკრებმა, ბუქარესტის ევროპირველობაზე, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვერცხლი – გენო პეტრიაშვილი (125კგ), ბექა ლომთაძე (61კგ); ბრინჯაო – ნიკა…

მეტი

ირაკლი მწითურის სასწაული – ბოლო წამზე მოგებული ბრინჯაო

ირაკლი მწითურის სასწაული – ბოლო წამზე მოგებული ბრინჯაო

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვა. კარიერაში პირველად, ირაკლი მწითური(92კგ) ევროპის ჩემპიონატზე მედალს დაეუფლა. მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ირაკლი მწითურმა რუსი მაგომედ კურბანოვი შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე დაამარცხა, მაშინ, როდესაც 3:1-ს აგებდა და ბოლოს მოპოვებული ორი ქულის ხარჯზე, 3:3 ანგარიშზე იმარჯვა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს რიგით მეხუთე მედალია. ბექა ლომთაძემ დღეს ფინალი სომეხ არსენ არუთუნიანთან დათმო, ბრინჯაოს კი – ელიზბარ ოდიკაძე, ნიკა და ავთო კენჭაძეები დაეუფლნენ.

მეტი

ძმები კენჭაძეები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

ძმები კენჭაძეები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, ძმები – ნიკა და ავთანდილ კენჭაძეები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან. ავთო კენჭაძემ (74კგ), მესამე ადგილისთვის ფინალში, უკრაინელი არსენ მიხაილოვი 12:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. იგივე გააკეთა გუშინ მისმა უმცროსმა ძმამ ნიკამ (79კგ), რომელმაც ბელარუს ანდრეი კარპაჩს სძლია და ბუქარესტში მიმდინარე ევროპირველობა მანაც ბრინჯაოს მედლითა და მესამე ადგილით დაასრულა. საქართველოს ნაკრებში 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.

მეტი

ბექა ლომთაძემ უპირატესობა “გაანიავა” და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

ბექა ლომთაძემ უპირატესობა “გაანიავა” და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია. 61კგ წონით კატეგორიის ოქროს ფინალში, ბექა ლომთაძემ სომეხ არსენ არუთუნიანთან სოლიდური უპირატესობა “გაანიავა” და შესაბამისად, ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტულიც მას დაუთმო. ქუთაისელმა ფალავანმა თავიდანვე წაიყვანა ანგარიში და 8:0 დაწინაურდა, თუმცა სომეხმა მეტოქემ სხვაობის შემცირება შეძლო და პირველი პერიოდის დასრულებამდე, ლომთაძეს მხოლოდ უმნიშვნელო უპირატესობა შერჩა. მეორე პერიოდში კი სრული უპირატესობა არუთუნიანის მხარეს იყო. ლომთაძე დაიღალა და მხოლოდ სამი ქულის აღება შეძლო, მოწინააღმდეგემ კი 17 ქულა მოიპოვა ჯამში და…

მეტი

ავთანდილ კენჭაძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

ავთანდილ კენჭაძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე (74კგ) ბრინჯაოს მედლისა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს. ქართველი ფალავანი გუშინ საფანგეთის სახელით მოასპარეზე ხაჯიევთან 3:5 დამარცხდა და მეტოქის იმედზე დარჩა, თუკი ის ფინალში გააღწევდა, კენჭაძეს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდებოდა და სწორედ ასე მოხდა. დამამშვიდებელ წრეში, ქართველმა მოჭიდავემ ესტონელ აიმარ ანდრუსეს შანსი არ დაუტოვა და 3:12 დაამარცხა, მესამე ადგილისთვის კი ის უკრაინელ ვასილ მიხაილოვს დაეჭიდება. დღესვე, ოქროს მედლებისთვის ბექა ლომთაძე (61კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ)…

მეტი

მეორე ბრინჯაო ბუქარესტიდან – ელიზბარ ოდიკაძემ ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა

მეორე ბრინჯაო ბუქარესტიდან – ელიზბარ ოდიკაძემ ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოდიკაძემ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი 0:3 დაამარცხა და კარიერაში მეხუთე ევროპული მედალი მოიპოვა. ოდიკაძის ბრინჯაო საქართველოს ნაკრებისთვის მეორეა. 79კგ წონით კატეგორიაში, ნიკა კენჭაძემ სადებიუტო გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა.

მეტი

ნიკა კენჭაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

ნიკა კენჭაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ (79კგ) სადებიუტო გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლით დაასრულდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ბელარუსი ანდრეი კარპაჩი  დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. კენჭაძემ ბრინჯაოსთვის შანსი რეპეშაჟიდან შეინარჩუნა. გუშინ მან აზერბაიჯანელ მეტოქესთან, ჯაბრალ ჰასანოვთან პირველივე დაპირისპირება ერთქულიანი სხვაობით, მხოლოდ მიკერძოებული მსაჯობის გამო დათმო, თუმცა აზერბაიჯანელი ფინალში გავიდა და კენჭაძემ მედლის მოპოვების შანსი შეინარჩუნა, რასაც რეპეშაჟში თავი მშვენივრად გაართვა და ბუქარესტში მიმდინარე ევროპირველობაზე მესამე ადგილიც მოიპოვა. ნიკა კენჭაძემ, დიდებს შორის, ევროპის…

მეტი
1 2 3 4 5 6