თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდებს შორის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძემ (86კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალურ შეხვედრამდე, მაისურაძემ აზერბაიჯანელი მაილოვი დაამარცხა, შემდეგ კი მოლდოველ ნედეალკოსა და უკრაინელ კარაჩენკოს სძლია. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, ქართველმა ფალავანმა სომეხი მხერ მარკოსიანი 3:2 დაჯაბნა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპირველობაზე, ჯამში, სამი მედალი აიღო. გოგა მამიაურმა (74კგ) და ვასილ ხვისტანმა (125კგ) მესმე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

მეტი

ვლადიმირ ვაისი: გიბრალტართან მატჩი არის თამაში, რომელიც უნდა მოვიგოთ

ვლადიმირ ვაისი: გიბრალტართან მატჩი არის თამაში, რომელიც უნდა მოვიგოთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი გიბრალტართან მატჩის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ საქართველო ამ შეხვედრაში ფავორიტია. ეს განცხადება სლოვაკმა სპეციალისტმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა. ეროვნული გუნდის თავკაცი გიორგი ქვილითაიას ტრავმასაც შეეხო და განმარტა, რომ ის რამდენიმე კვირა დაისვენებს. „სამწუხაროა, რომ ქვილითია ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. ის ემზადებოდა სანაკრებო მატჩებისთვის, თუმცა ამჯერად ის ვერ ითამაშებს. რამდენიმეკვირიანი იქნება მისი შესვენება. რაც შეეხება გიბრალტართან მატჩს, ეს არის თამაში, რომელიც…

მეტი

18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონია

18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონია. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ოქროს მედლებისა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ესპანეთის ნაკრებს 20:10 სძლიეს და ტიტული შეინარჩუნეს. 18-წლამდე მორაგბეები ფინალამდე შთამბეჭდავად მივიდნენ, ჯერ გერმანიის ნაკრები 46:0 დაამარცხეს, შემდეგ კი რუსეთი 64:10 გაანადგურეს.

მეტი

18 წლამდე მორაგბეებმა რუსეთი 64:10 გაანადგურეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

18 წლამდე მორაგბეებმა რუსეთი 64:10 გაანადგურეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა, კალინინგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ რუსეთს 10 ლელო გაუტანა, 64:10 დაამარცხა და ფინალში ტიტულს ესპანეთთან დაიცავს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. დავით ჩავლეიშვილის შეგირდები პირველ ტაიმში, უმეტესად, ძალისმიერ სტილში თამაშობდნენ, მეორეში კი ბურთი გაშალეს და შედეგი, ფაქტობრივად, ერთნაირი დადგა – თითო ტაიმში 5-5 ლელო გავიდა. ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა. შერკინების შემდეგ ბურთი მარჯვენა ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა, ლაშა კაკაურიძე მცველს ერთი-ერთზე გასცდა და ბურთი ლელოს ალამთან მიაწვდინა. დაჩი პაპუნაშვილის გარდასახვა ძელმა…

მეტი

ახალგაზრდა ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვეს

ახალგაზრდა ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვეს

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა, ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და გოგონებს შორის, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვა. აქედან 16 მედალი ჭაბუკების ანგარიშზეა, ერთი – ვერცხლის მედალი კი მარიამ ცერცვაძემ მოიპოვა. ჯამში, საქართველოს სამბისტთა ნაკრები 3 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საქართველოს ნაკრების შედეგები ასეთია: ოქრო -ბახტიძე გაგა (-68 კგ) ოქრო-გვიჭიანი თორნიკე (-74კგ) ოქრო-აკოფაშვილი კობა (-70კგ) ვერცხლი- სიდამონიძე ანზორი (-52 კგ) ვერცხლი- კაკუტია ვიტალი (-56კგ) ვერცხლი-თურქია ელიზბარი (-60კგ) ვერცხლი-ჩაგელიშვილი გიორგი (-87კგ) ვრეცხლი- ინანეიშვილი…

მეტი

18-წლამდე ბორჯღალოსნებმა გერმანია 46:0 დაამარცხეს

18-წლამდე ბორჯღალოსნებმა გერმანია 46:0 დაამარცხეს

ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2019 წლის 18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში გერმანია 46:0 დაამარცხეს და ტიტულის დაცვას განაგრძობენ. ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი რუსეთი იქნება, რომელმაც რუმინეთს დაძაბულ ბრძოლაში 13:11 სძლია. მეოთხედფინალში გერმანელებმა დიდი წინააღმდეგობა გაწიეს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, მღელვარების ფონზე შეცდომები, მრავლად დაუშვეს, თუმცა საკუთარი ლელო და კარი ხელუხლებელი მაინც შეინახეს, მეტოქეს კი 7 ლელო გაუტანეს. დებიუტში ანგარიში გივი ცინცაძემ ჯარიმით გახსნა. მე-13 წუთზე გიორგი ქობალიამ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და მატჩის პირველი ლელო გაიტანა. ამის…

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე(82კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ოქროს ფინალში, ქართველი ფალავანი დანიელ ბისულტანოვთან 3:4 დამარცხდა და ევროპირელობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი კონტინენტის პირველობა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ლაშა გობაძის გარდა, ვიცე-ჩემპიონის ტიტულს იაკობ ქაჯაია (130კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს – ლევან ქავჟარაძე (63კგ).    

მეტი

იაკობ ქაჯაია ევროპის ვიცე-ჩემპიონია

იაკობ ქაჯაია ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონია. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქაჯაიამ ოქროსთვის ფინალი თურქ რიზა კაიასთან 0:3 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ბრინჯაო დღეს ლევან ქავჟარაძემ (63კგ) მოიპოვა. ხვალ, ტურნირის ფინალურ დღეს, მედლისთვის ნაკრების კიდევ ორი წევრი იჭიდავებს. ლაშა გობაძე (82კგ) ფინალში გავიდა, ხოლო საჩინო დავითაია (67კგ) ბრინჯაოსა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

რუმინეთის დედაქალქ ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 63 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს ფინალში, ლევან ქავჟარაძემ პოლონელი ტრაცზი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. დღესვე, ოქროს მედლისთვის იაკობ ქაჯაია (130კგ) იჭიდავებს, რომლის მეტოქეც თურქი რიზა კაიაა. ეროვნული გუნდის კიდევ ორი წევრი ხვალ, ტურნირის ფინალურ დღეს ორი მედლისთვის იჭიდავებს. ლაშა გობაძე (82კგ) ფინალში გავიდა, ხოლო საჩინო დავითაია (67კგ) ბრინჯაოსა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.  

მეტი

ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედალი მოიპოვა. ირაკლი ჩხეიძემ 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში 169 კილო აიტაცა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ირაკლი ჩხეიძემ ატაცში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ, აკვრაში იასპარეზა. სამწუხაროდ, მუხლის ტრავმამ საწყისი ორი მისვლა ჩააგდებინა, მესამე მისვლაზე კი ტკივილს მოერია და 203 კილოგრამი დაძლია. შედეგად ირაკლიმ 96 კილოგრამ წონითი კატეგორიაში 372 კილოგრამს მოუყარა თავი და მეოთხე ადგილი დაიკავა. დღესვე, ფიცარნაგზე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი გამოვა. ლაშა ტალახაძის გამოსვლა ევროპირველობაზე 17:30…

მეტი
1 2 3 4 6