ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი ვარშავაში ჩატარდება
ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი, 19-25 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდება. პანდემიის გამო, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას (UWW) გაწერილი კალენდრის შეცვლა რამდენჯერმე მოუხდა. თავდაპირველად, ევროპირველობა თებერვლის დასაწყისში, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში უნდა გამართულიყო, თუმცა, აპრილის თვეში გადაიწია და სავარაუდო ადგილად კვლავ რომი, მატეო პელიკონეს სახელობის არენა დასახელდა, თუკი ის უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა. როგორც ჩანს, UWW-ში გადაწყვიტეს, რომ მასპინძელი ქვეყანა არ შეიცვალოს, მაგრამ ამჯერად, ტურნირს დედაქალაქი უმასპინძლებს. გარდა ამისა, დაზუსტდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირების ჩატარების დროც. 2020 წელს…
მეტი