აშშ-ის საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ის საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ის საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც “რეკორდერი” უცვლელად გთავაზობთ: “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაგებულ იქნა, როგორც ქართული დემოკრატიის მიერ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რასაც თან სდევდა პოლიტიკური კონსენსუსი და ყველა მხარის ერთობლივი ვალდებულება, ემუშავათ ამ მიზნის…

მეტი

თამარ ხულორდავა: საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ის გახდება ევროკავშირის წევრი

თამარ ხულორდავა: საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ის გახდება ევროკავშირის წევრი

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობას აფასებს. ხულორდავას განცხადებით, კომიტეტმა მიიღო ერთობლივი განცხადება, რომლის ძირითად გზავნილებად გამოიკვეთა შემდეგი: • საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ის გახდება ევროკავშირის წევრი; • საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებას, ახორციელებს საჭირო საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს; • პარლამენტი უზრუნველყოფს ეფექტიან საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე; • აქტიურად ვითარდება სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან; • ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და კავშირების განვითარებაში და აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის…

მეტი

თამარ ხულორდავა: არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება

თამარ ხულორდავა: არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება

უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი ხდება – პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს. თამარ ხულორდავას განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოდან უკანონო მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა და საფრთხე შეექმნა უვიზო მიმოსვლას: „არასწორი ინფორმაცია გავრცელდა კანონპროექტთან დაკავშირებით, თითქოს ამ პროექტის მიზანი იყო იმ მოქალაქეების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, ვინც ევროკავშირში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში უკანონოდ იმყოფება. ეს ასე არ არის. აქ კონკრეტულად საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ხელს უწყობენ,…

მეტი

ევროკავშირი – მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად

ევროკავშირი – მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად

საუკუნეების განმავლობაში, ევროპის კონტინენტმა მრავალი სისხლისმღვრელი ომი იხილა, მეორე მსოფლიო ომმა კი ევროპას არა მხოლოდ მილიონობით დაღუპული მოქალაქე, არამედ განადგურებული ეკონომიკა და მყიფე უსაფრთხოება მოუტანა. ნათელი იყო, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი. ევროპული ინტეგრაციის იდეა პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა წამოაყენა, რომელმაც 1946 წლის 19 სექტემბერს, ციურიხში (შვეიცარია) სიტყვით გამოსვლისას, ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნულ იდეას მაშინ განვითარება არ მოჰყოლია. ევროპული ინტეგრაციის საწყისად, შეიძლება, ჩაითვალოს 1950…

მეტი

რუმინეთი 6 თვით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

რუმინეთი 6 თვით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

რუმინეთი 6 თვით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა. ეს პოსტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ნახევარ წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით გადაეცემათ. პრეზიდენტის მოვალეობა საბჭოს შეხვედრების გამართვა, დღის წესრიგის განსაზღვრა, სამუშაო პროგრამების დასახვა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფაა. საზეიმო ცერემონია ბუქარესტში გაიმართა და მას ორგანიზაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ, მათ შორის,  ევროპარლამენტის თავმჯდომარე, კომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები. დონალდ ტუსკი მიღებაზე სიტყვითაც გამოვიდა. რუმინეთი ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა, ქვეყანას ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საკმაოდ რთულ პერიოდში უწევს. რუმინეთის პრეზიდენტობის დროს, ევროკავშირმა…

მეტი