ევრობასკეტ 2021-ის დარბაზით უზრუნველყოფის საკითხები ფიბა-ევროპის კომისიის სხდომაზე განიხილეს

ევრობასკეტ 2021-ის დარბაზით უზრუნველყოფის საკითხები ფიბა-ევროპის კომისიის სხდომაზე განიხილეს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული, რომელიც ფიბა-ევროპის საშეჯიბრო კომისიის წევრია, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ქალაქ მიუნხენში საშეჯიბრო კომისიის სამუშაო შეკრება გაიმართა, რომელსაც ფიბა-ევროპის პრეზიდენტი, თურგაი დემირელი და გენერალური მდივანი, კამილ ნოვაკი დაესწრნენ. კომისიის სამუშაო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ევრობასკეტისთვის მიმდინარე საორგანიზაციო საკითხები გახლდათ. მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენელთა მიმართ დაისვა შესაბამისი კითხვები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ერთად 2021 წლის ევრობასკეტს ჩეხეთი, იტალია და გერმანია მასპინძლობენ. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ფიბა-ევროპისა და მისი…

მეტი

კახა კალაზე: დედაქალაქი სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა “ევრობასკეტი 2021”-ს ღირსეულად უმასპინძლოს

კახა კალაზე: დედაქალაქი სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა “ევრობასკეტი 2021”-ს ღირსეულად უმასპინძლოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს ღირსეულად უმასპინძლოს. როგორც მერმა „ევრობასკეტი 2021“-ის მასპინძლობის უფლების მოპოვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დიდი სპორტული მოვლენა საქართველოში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციას, ისე სპორტის განვითარებას. „მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, მინდა, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, რადგან მე გამოცდილი მაქვს, რას ნიშნავს, იყო სპორტსმენი, რამდენი შრომაა  საჭირო წარმატების მისაღწევად, მაგრამ ერთია მონდომება და თავდაუზოგავი შრომა, თუმცა…

მეტი

2021 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

2021 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ეროვნული ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად სერბეთი და ფინეთი ეყოლება, ხოლო მესამე მეტოქე შვეიცარია იქნება, ისლანდია თუ პორტუგალია, 21 აგვისტოს გახდება ცნობილი, როცა ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირი დასრულდება. ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები გაიმართება ფიბა-ს მიერ დადგენილ 3 ფანჯრის პერიოდში: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერი – 1 დეკემბერი და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს. თამაშები გაიმართება…

მეტი