ოლიმპიური კომიტეტი: გავერთიანდეთ დავით ხახალეიშვილის გადასარჩენად

ოლიმპიური კომიტეტი: გავერთიანდეთ დავით ხახალეიშვილის გადასარჩენად

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გამართა საგანგებო პრესკონფერენცია, რომელიც უკავშირდებოდა სახელოვანი ძიუდოისტის დავით ხახალეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, სპორტში მოღვაწე ადამიანები. ლერი ხაბელოვმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო სეოკ-ის მიმართვის ტექსტი: „ლეგენდარულ ძიუდოისტს, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს შეექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა – დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით. ქართველი და უცხოელი ექიმების დასკვნით, დავით ხახალეიშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად რჩება გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. ამჟამად…

მეტი

სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალურ ორგანიზაციას მომდევნო 4 წლის ვადით კვლავ თამაზ გველუკაშვილი უხელმძღვანელებს

სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალურ ორგანიზაციას მომდევნო 4 წლის ვადით კვლავ თამაზ გველუკაშვილი უხელმძღვანელებს

ქალაქ რუსთავში სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრება გაიმართა, რომლის დღის წესრიგი მოიცავდა 4 საკითხს. კრებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, სეოკ-ის სპორტული დირექტორი ივანე მეკრავიშვილი, ოლიმპიელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლუკა კურტანიძე, ჭიდაობის ფედერაციის ხელმძვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, სხვა საპატიო სტუმრები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ორგანიზაციის ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ გველუკაშვილმა. დღევანდელი კრების ძირითად საკითხს…

მეტი

ლერი ხაბელოვი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მესამე ვადით უხელმძღვანელებს

ლერი ხაბელოვი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მესამე ვადით უხელმძღვანელებს

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ლერი ხაბელოვი მესამე ვადით უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის პოსტზე ხაბელოვი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც დელეგატებმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს. ყრილობაზე, 137 დელეგატიდან, რეგისტრაცია 121-მა გაიარა. აქედან, ძიუდოს ფედერაციამ და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ირაკლი ცირეკიძემ და გიორგი ასანიძემ, ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი ყრილობის მინიმუმ სამი თვით გადადებას, საინიციატივო ჯგუფის შექმნასა და წესდების ცვლილებას მოითხოვდნენ, რათა ყველა მსურველს შეძლებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. არ შეცვლილა აღმასკომის წევრებისა და ვიცე პრეზიდენტების ვინაობაც. როგორც მესამე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა განმარტა, ცვლილებები,…

მეტი

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები არ გადაიდება

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები არ გადაიდება

ამ წუთებში, კაფე “სტამბა” ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობას მასპინძლობს. ყრილობის დაწყებისას, ოლიმპურმა ჩემპიონებმა, გიორგი ასანიძემ და ირაკლი ცირეკიძემ, ასევე ძიუდოსა და კალათბურთის ფედერაციის დელეგატებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და სეოკის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს ყრილობის სამი თვით გადადებისკენ მოუწოდეს. ასანიძე, ცირეკიძე და ქევხიშვილი მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოქმედი წესდების შეცვლაზე იმუშავებს და ახალი წესდებით მოხდეს შემდეგ ყრილობის ჩატარება, რათა სხვა ადამიანებსაც შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. გიორგი ასანიძის განცხადებით, რაც ახლა ხდება, ოლიმპიური…

მეტი

“საქართველოს ბანკისა” და ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორობა კიდევ 5 წლით გაგრძელდა

“საქართველოს ბანკისა” და ოლიმპიური კომიტეტის  პარტნიორობა  კიდევ 5 წლით გაგრძელდა

დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში საქართველოს ბანკს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტეტებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. საქართველოს ბანკსა და ოლიმპიურ კომიტეტს, ასევე პარალიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პარტნიორობა კიდევ 5 წლით გაგრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი კომიტეტებს 2025 წლის ჩათვლით დაგეგმილ ყველა ღონისძიებასა თუ აქტივობაში გაუწევს მხარდაჭერას. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. პარტნიორობის მთავარი მიზანი ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობა, მათი საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა და ქომაგობაა. ბანკისა და კომიტეტების ურთიერთანამშრომლობა…

მეტი

მანუჩარ კვირკველია: ჭიდაობის ფედერაციაში დაბრუნებაზე ნაღდად არ ვფიქრობ

მანუჩარ კვირკველია: ჭიდაობის ფედერაციაში დაბრუნებაზე ნაღდად არ ვფიქრობ

ოლიმპიური ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, მანუჩარ კვირკველია ძალებს პოლიტიკაში მოსინჯავს. მას, პოლიტიკური პარტია “პროგრესი და თავისუფლება”, ოზურგეთში, დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს. მანამდე კი სპორტსმენთა გაერთიანებას – “ჩემპიონთა ლიგა” ოლიმპიური ჩემპიონის კანდიდატურის წარდგენა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე სურდა, თუმცა სეოკის შეცვლილმა წესდებამ სხვა კანდიდატებს პრეზიდენტის პოსტზე განაცხადის გაკეთების უფლება არ მისცა. წელსვე, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, სადაც პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია 2014-2016 წლებში იყო, საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის ჩატარება უწევს. როგორც ვეტერანი სპორტსმენი “რეკორდერთან” ინტერვიუში აცხადებს, ის ფედერაციაში დაბრუნებაზე…

მეტი

გია ნაცვლიშვილი: ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები თაღლითურია

გია ნაცვლიშვილი: ოლიმპიური კომიტეტის  საპრეზიდენტო არჩევნები თაღლითურია

სპორტსმენთა გაერთიანება, “ჩემპიონთა ლიგა”, ოლიმპიურ კომიტეტში, პრეზიდენტობის კანდიდატად მანუჩარ კვირკველიას წარდგენას აპირებდა, თუმცა შეცვლილი წესდების გამო, ის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა. ამის შესახებ, დღეს ორგანიზაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გია ნაცვლიშვილი აცხადებს, სეოკის მოქმედ პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს წესდება საკუთარ პიროვნებაზე აქვს მორგებული, რის გამოც 11 სექტემბერს დაგეგმილი ყრილობა უპრეცედენტოა, რადგან სხვა ადამიანებს კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება არ მიეცათ, რის გამოც, აღნიშნული არჩევნები არასამართლიანი, დისკრიმინაციული და თაღლითურია. “ეს არის არასამართლიანი არჩევნები. ჩვენი აზრით, პრეზიდენტის…

მეტი

სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის საანგარიშო წერილი

სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის საანგარიშო წერილი

11 სექტემბერს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე, ლერი ხაბელოვს მესამე ვადით აირჩევენ. ყრილობამდე ორი დღით ადრე, სეოკის პრეზიდენტი საანგარიშო წერილს აქვეყნებს. “მიიწურა კიდევ ერთი ოლიმპიური ოთხწლეული, რომელიც დატვირთული იყო მრავალმხრივ საინტერესო, საყურადღებო და მოულოდნელი ამბებით. სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ვიმსჯელებთ სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. შევაჯამებთ 2017-2020 წლების შედეგებს, გავიხსენებთ მიღწეულ წარმატებებს, ვისაუბრებთ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე. სესიის წინ მსურს ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. ოთხწლეულის…

მეტი

სპორტსმენთა გაერთიანება ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვენ

სპორტსმენთა გაერთიანება ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვენ

სპორტსმენთა გაერთიანება “ჩემპიონთა ლიგა” 11 სექტემბერს დაგეგმილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო  არჩევნების გადადებას ითხოვს. ორგანიზაციამ დღეს მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა და სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. “ჩემპიონთა ლიგა” ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებსა და პრიზიორებს, ასევე ყოფილ თუ მოქმედ სპორტულ მენეჯერებს აერთიანებს. სპორტსმენთა სახელით, განცხადება დღეს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ირაკლი ცირეკიძემ წაიკითხა. ორგანიზაციის წევრები სეოკის ახალ წესდებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების წესი დისკრიმინაციულია და ის ერთ პიროვნებაზე, მოქმედ პრეზიდენტზე, ლერი ხაბელოვზეა მორგებული. “ქართულ და საერთოდ მსოფლიო…

მეტი

ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები 11 სექტემბერს გაიმართება

ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები 11 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია 2020 წლის 11 სექტემბერს გაიმართება, სადაც სეოკ-ის პრეზიდენტს 4 წლის ვადით აირჩევენ. ეს გადაწყვეტილება, დღეს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული, რომელსაც მისი პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. სხდომაზე განხილეს სამი საკითხი, მათ შორის – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიში-საარჩევნო სესიის მოწვევის შესახებ. აღმასრულებელმა კომიტეტმა დადგინა, რომ „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წესდების მე-8 თავის 1.1. მუხლის შესაბამისად, 2020 წლის 11 სექტემბერს მოწვეულ იქნას სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესია.“ ამავე…

მეტი
1 2 3 4