ლადო გეგეშიძის “ოლიმპიური დღიურები”

ლადო გეგეშიძის “ოლიმპიური დღიურები”

ვისაც მისი მუშაობა უნახავს, კარგი მოტივატორია. მოჭიდავეებს ხალიჩაზე ბევრს და სწორად კარნახობს, ქართველი მოჭიდავეების გამარჯვების შემდეგ კი, მათ საკუთარ საფირმო გდებასაც უსრულებს. წელს, ყაზახეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი სამჯერ იხილა გულშემატკივარმა. 2007 წლის შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველად მოიგო პლანეტის პირველობაზე ოქროს მედალი, თანაც  – ორი, 17 წლიანი პაუზის შემდეგ კი გუნდური სამეული გააკეთა. მას მედიასთან კონტაქტი არ უყვარს, ამიტომ, მის ინტერვიუებსაც ხშირად ვერ ნახავთ. არც იმ ბრალდებებს სცემს პასუხს, რომელიც მასთან დაკავშირებით გაჟღერებულა….

მეტი

ვლადიმირ ვაისმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა

ვლადიმირ ვაისმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩებისთვის, 27 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული გუნდი სასტუმრო “ჰუალინგში” 1 ივნისს შეიკრიბება. საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართება. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: მოსკოვის “ლოკომოტივის” 18 წლის ქართველი ლეგიონერი – ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ: მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ…

მეტი

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვა ორივე შეხვედრაში დაამარცხა

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვა ორივე შეხვედრაში დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ, ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ორივეში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. პირველ ტესტ-მატჩში, ქართველებმა ლიეტუვას 7:1 მოუგეს, მეორეში კი – 5:3 იმარჯვეს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მეორე მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმამართა. მეტოქეს თითო გოლი ირაკლი თოდუამ, შოთა თოფურიამ, არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაუტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ლაურინას გლინსკისმა ჩაჭრა. საქართველო 5:3 ლიეტუვა თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“ საქართველო: კუპატაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ზედელაშვილი…

მეტი

საქართველოს მორაგბეთა “ა” ნაკრები რუსეთთან 12:3 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა “ა” ნაკრები რუსეთთან 12:3 დამარცხდა

დღეს, კრასნოდარში, “ყუბანის” სტადიონზე რუსეთთან გასამართ რაგბი ევროპის მთავარ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ამავე ქალაქში, “ტრუდის” სტადიონზე, დიდი 10-ის მორაგბეებით დაკომპლექტებული საქართველო XV რუსეთის “ა” ნაკრებს ეთამაშა და 12:3 დამარცხდა. მწვრთნელებმა, ბორჯღალოსნების გარდა, საქართველოს შვიდკაცა და 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული მორაგბეებიც მოისაკლისეს. მცირე დროის გამო, ვერ მოხერხდა სათანადოდ შეთამაშება, რასაც მოედნის ცუდი საფარიც დაერთო, ჩვენმა გუნდმა შეცდომები მრავლად დაუშვა და უსახურ მატჩში ორი ლელო გაუშვა. სველი და მძიმე გრუნტის გამო, მოედანზე გადაადგილება ჭირდა. პირველი ტაიმის პირველი…

მეტი

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა მატჩი, ირაკლიონში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით – 81:69 დამარცხდა. ორივე გუნდში საუკეთესო ქართველი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. ამ მოგებით, ილიას ზუროსის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. ეროვნულ ნაკრებს ძირითად ეტაპზე მოსახვედრად ორივე შეხვედრა უნდა მოეგოთ, სერბებს კი  – ორივე წაეგოთ. შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს, ქართველი კალათბურთელები 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავენ. ესტონეთთან დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება. ფოტო: GBF

მეტი

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირაკლიონის Dyo Aorakia არენაზე ივარჯიშა. ნაკრების თავკაცმა, ილიას ზუროსმა, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში,  კალათბურთელები არაერთ კომპონენტში ავარჯიშა. დარბაზში მისულ ნაკრების წევრებს ამერიკელი თად მაკფადენი დახვდათ. ეროვნული გუნდის ნატურალიზებული კალათბურთელი კრეტაზე 8 711 კილომეტრი სიშორიდან, ქალაქ დეტროიტიდან ჩამოვიდა და აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში, სავარჯიშოდ მივიდა. მაკფადენი მყისიერად ჩაჯდა იმ სათამაშო ტაქტიკაში, რომლითაც ზუროსი ეროვნულ გუნდს ავარჯიშებს და მოთელვების შემდეგ, ქართველ კალათბურთელებთან სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც თამაშის წინა დღეებში ხდება, აქცენტი კონკრეტულ კომბინაციებს დაეთმო….

მეტი

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის “ლოკომოტივში” არენდით ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის “ლოკომოტივში” არენდით ითამაშებს

ახალაგაზრდა ქართველი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის “ლოკომოტივში, არენდით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია, რუსულმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა. მოსკოვურ გუნდში დიდი ხანია თამაშობს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი, სოლომონ კვერკველია, რომელიც ახალგაზრდა ქართველის გუნდში გადასვლას სპეციალური ვიდეოთი გამოეხმაურა. “ერთი ქართველი კარგია, მაგრამ ორი კიდევ უფრო უკეთესი”, – ამბობს კვერკველია. ხვიჩა კვარაცხელია “დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილია. გასული წლის მარტში ის “რუსთავის” რიგებს შეუერთდა და მეტოქეთა კარი სამჯერ აიღო. მოსკოვის “ლოკომოტივმა” “რუსთავთან” საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

მეტი

დიუსელდორფის გრან სლემი: ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებია

დიუსელდორფის გრან სლემი: ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, პარიზის შემდეგ, დიუსელდორფის გრან სლემზე გამოვა. გერმანული ტურნირისთვის ეროვნული გუნდის განაცხადში მცირე ცვლილებებია. თუკი პარიზში, 90 კგ წონით კატეგორიაში ნაკრებს წარმომადგენელი საერთოდ არ ჰყავდა, დიუსელდორფში, ამ წონაში, ავთანდილ ჭრიკიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი იჭიდავებენ. პარიზის გრან სლემის ბრინჯაოს პრიზიორი, თემურ ნოზაძე გერმანიაში აღარ იჭიდავებს, მის ნაცვლად -60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვა. -66 კგ წონაში, ვაჟა მარგველაშვილს გიორგი გუგულაშვილი შეუწყვილდება, 81 კილოში კი კობა მჭედლიშვილის ნაცვლად გიორგი კაციაშვილი და ბექა დონღვანი იასპარეზებენ….

მეტი

მარგველაშვილის ვერცხლი და შავდათუაშვილის ბრინჯაო პარიზიდან

მარგველაშვილის ვერცხლი და შავდათუაშვილის ბრინჯაო პარიზიდან

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლისთვის ბრძოლა, -66 კგ წონით კატეგორიაში, ვაჟა მარგველაშვილმა მოლდოველ დენის ვიერუს დაუთმო და ვერცხლს დასჯერდა, ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) კი აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია და მესამე ადგილზე გავიდა. დღესვე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა -60კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ.

მეტი

პარიზის გრან სლემმა სტარტი აიღო

პარიზის გრან სლემმა სტარტი აიღო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, დღეს სტარტს აიღებს პარიზის გრან სლემი, სადაც მონაწილეობას საქართველოდან 11 ძიუდოისტი მიიღებს. პარიზის ტურნირი წლის პირველი შეჯიბრებაა, სადაც ძიუდოისტთა ეროვნული გუნდი გადახალისებული შემადგენლობითაა წარმოდგენილი. -90კგ წონით კატეგორიაში, პარიზის გრან სლემზე, საქართველოს მონაწილე არ ჰყავს. როგორც ცნობილია, ბექა ღვინიაშვილსა და ავთანდილ ჭრიკიშვილს ტრავმები ჯერ არ მოუშუშებიათ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: -60კგ – ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე -66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ნიკო ჭიკაიძე -73კგ – ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა გიუნაშვილი -81კგ – კობა მჭედლიშვილი -100კგ…

მეტი
1 2