ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება. ყოველდღიურად, წითელათი დაავადების 20-25 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო იანვარ-თებერვალში აღრიცხული შემთხვევები, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაცილებით მეტია. „ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში გვაქვს 2115 შემთხვევა, რაც შარშანდელი 2 თვის მონაცემებზე მეტია, რადგან შარშან, მთელი წლის განმავლობაში, გვქონდა 2000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა. წელს უფრო სერიოზულად მიმდინარეობს ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში, შეიმჩნევა ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკის შემცირება,…

მეტი

წითელას ახალი ეპიდაფეთქება საქართველოში – 312 შემთხვევა ორ კვირაში

წითელას ახალი ეპიდაფეთქება საქართველოში – 312 შემთხვევა ორ კვირაში

პირველი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მონაცემები მზარდია. “გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. პირველი იანვრიდან უკვე 312 შემთხვევაა დაფიქსირებული. ძირითადად, წითელამ მოიცვა 20-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ინფიცირებულთა შორის, დაახლოებით, 56-58% სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის. რაც შეეხება დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებს, ინფიცირებულთა 8% არის 0-დან 1 წლამდე, 14% კი – 1-დან 5 წლამდე ” – აცხადებს გამყრელიძე. მისი თქმით, ერთადერთი, რასაც წითელას შეჩერება შეუძლია,…

მეტი