ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ნახევარფინალში გავიდა. 1/4 ფინალში, ქართველმა ფალავანმა თურქი იასარლი 0:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ოდიკაძე, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ერთადერთი ქართველი მოჭიდავეა, რომელიც ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. ფინალში გასასვლელად ოდიკაძეს ბელარუს ალექსანდრ ჰუშტინს დაეჭიდება. ფინალური ბლოკი, თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

მეტი

ევროპის ჩემპიონატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც გამოეთიშა

ევროპის ჩემპიონატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც გამოეთიშა

მოულოდნელი შედეგებით დაიწყო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქში. ბუქარესტში, ევროპირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს, ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსს მხოლოდ ელიზბარ ოდიკაძე (97კგ)  ინარჩუნებს, რომელმაც 1/8 ფინალში ბულგარელ მეტოქეს სძლია და ახლა ნახევარფინალისთვის იჭიდავებს. 65 კგ წონით კატეგორიაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რუს ყუულართან დამარცხდა და რეპეშაჟში გასვლის შანსიც დაკარგა, რადგან რუსმა თავისი მორიგი დაპირისპირება დათმო. ნიკა კენჭაძეს (79 კგ) სულ მცირე დააკლდა გამოცდილი აზერბაიჯანელის ჯაბრაილ ჰასანოვის დასამარცხებლად, ქართველმა ფალავანმა მინიმალური ანგარიშით 6-7 ბოლო წამებზე დათმო…

მეტი

კლასის ხარჯზე: ელიზბარ ოდიკაძემ გივი მაჭარაშვილს ფინალი მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

კლასის ხარჯზე: ელიზბარ ოდიკაძემ გივი მაჭარაშვილს ფინალი მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

97 კგ წონით კატეგორიაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ისევ ელიზბარ ოდიკაძე გახდა. ფინალში მან 23-წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, გივი მაჭარაშვილი დაამარცხა. მაჭარაშვილმა პირველი პერიოდი 3:6 მოიგო, მეორე ნახევარში კი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა, ელიზბარ ოდიკაძემ შეხვედრის შემოტრიალება შეძლო და მეტოქეს 10:9 სძლია. დაპირისპირება ძალზედ საინტერესო გამოდგა.  შეხვედრის დასასრულს, მაჭარაშვილსა და ოდიკაძეს შორის მცირე შეკამათებას ჰქონდა ადგილი. როგორც ჩანს, მაჭარაშვილი მარცხის გამო გაბრაზდა, თუმცა მსაჯმა ორივე ფალავანი დააშოშმინა. 86 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტულს სანდრო ამინაშვილი…

მეტი

მიხეილ ბატიაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმ შრომისმოყვარეობით და წარმატებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ

მიხეილ ბატიაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმ შრომისმოყვარეობით და წარმატებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს უმასპინძლა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, მწვრთნელები და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე. მოჭიდავეებს წარმატება მიულოცა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა. “მიხარია თქვენთან შეხვედრა და გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შრომისმოყვარეობით და იმ წარმატებით, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეთ. მსოფლიოს პირველობა უდავოდ ნათელი…

მეტი
1 2