ელიზბარ ოდიკაძე მოსკოვის გრან პრიზე 125 კგ წონითი კატეგორიის ფინალშია

ელიზბარ ოდიკაძე მოსკოვის გრან პრიზე 125 კგ წონითი კატეგორიის ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძეც მოსკოვის გრან პრის ფინალში გავიდა. საინტერესოა, რომ ელიზბარ ოდიკაძე, ნაცვლად თავისი ტრადიციული წონისა – 97 კილოგრამისა, რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში – 125 კილოში გამოდის, სადაც ბელარუსი მეტოქე, პიასნიაკი აშკარა უპირატესობით 10:0 დაამარცხა და ისიც ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ხვალ. ტურნირის ფინალშია ავთო კენჭაძეც (74კგ), რომელმაც აზერბაიჯანელ ხაჯიმურად გაჯიევს, ასევე აშკარა უპირატესობით – 2:12 სძლია.

მეტი

ავთო კენჭაძე მოსკოვის გრან პრის ფინალშია

ავთო კენჭაძე მოსკოვის გრან პრის ფინალშია

მოსკოვში მიმდინარე პრესტიჟული გრან პრის ფინალში გავიდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე (74კგ). ქართველმა ფალავანმა, აზერბაიჯანელი ხაჯიმურად გაჯიევი აშკარა უპირატესობით – 2:12 გაანადგურა და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე ოთხ-კაციანი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. მოსკოვის გრან პრიზე, კენჭაძის გარდა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) იჭიდავებენ. ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი დოლარია.

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში  მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ქართველი ფალავანი, გუშინ 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ შარიფოვთან დამარცხდა, რომელმაც ფინალში გააღწია, ოდიკაძეს კი ბრინჯაოს შანსი გაუჩნდა. დღეს, დამამშვიდებელ წრეში, ოდიკაძემ კორეელი კონკურენტი 4:0 დაამარცხა და ექვსეულში ადგილი გაინაღდა, რითიც ავტომატურად ერგო ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, რომელიც თავისუფალი სტილიტ მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მეორეა. პირველი ლიცენზია სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ანგარიშზეა. ჯამში, ნურ სულთანში, საქართველოს თავისუფალი და…

მეტი

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი(125კგ) მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ქართველმა მძიმეწონოსანმა ფალავანმა თურქების ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული 6:6-ზე, ბოლო ორი ქულის წყალობით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვისაც რევანში აიღო. გენო პეტრიაშვილმა აკგული 2017 წლის პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც დაამარცხა. გასულ წელს კი, ბუდაპეშტში, თურქი ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა. გენომ კი ტიტული შეინარჩუნა და ზედიზედ მეორედ შეძლო მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავის ტიტულის დაცვა. გენო პეტრიაშვილმა, გარდა ოქროს მედლისა,…

მეტი

ბექა ლომთაძე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ბექა ლომთაძე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე (61კგ) ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში, ქართველმა ფალავანმა, ძალიან დრამატულ ბრძოლაში, ინდოელი ავარე 10:6 დაამარცხა, თუმცა, ლომთაძეს პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში 7:1 მიჰყავდა. დღესვემ, 97 კგ წონით კატეგორიაში, 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ შარიფოვთან დამარცხდა ელიზბარ ოდიკაძე. სანდრო ამინაშვილმა კი (86კგ) 1/16 ფინალში წააგო უზბეკ მეტოქესთან. დღესვე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ყაზახეთის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტახა აკგულს დაეჭიდება. ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ)…

მეტი

ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მეოთხე მედალი ნაკრებს ელიზბარ ოდიკაძემ შემატა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინის სახელით მოასპარეზე  მურაზ მჭედლიძე 5:0 დაამარცხა. ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედლები გივი მაჭარაშვილმა (125კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო – ავთანდილ კენჭაძემ (74კგ). ხვალ, მინსკში ევროპულ თამაშებზე ბერძნულ-რომაული დღეები იწყება. პირველები ასპარეზობაში 60, 67 და 77 კგ კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვდრებს…

მეტი

ავთანდილ კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ავთანდილ კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, პირველ საფინალო დღეს საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული 74 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ქართული ფინალი შედგა, ავთანდილ კენჭაძე გახდა, რომელმაც ზურაბ ერბოწონაშვილი დაამარცხა. ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გაინაწილეს. ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, თუმცა მან შეხვედრის დასრულება ტრავმის გამო ვერ შეძლო. იგი უკრაინის წარმომადგენელ მურაზ მჭედლიძეს ამარცხებდა, თუმცა მეორე პერიოდში ფეხი დაიზიანა და დაპირისპირების დასრულება ვერ მოახერხა. ბერძნულ-რომაული სტილით…

მეტი

მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე კიევის საერთაშორისო ტურნირზე ოქროსთვის იჭიდავებენ

მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე კიევის საერთაშორისო ტურნირზე ოქროსთვის იჭიდავებენ

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ. ქართული ფინალი შედგება 74 კგ წონით კატეგორიაში,  სადაც ზურაბ ერბოწონაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეერკინებიან. დღესვე, ოქროს მედალს შეუტევს ელიზბარ ოდიკაზეც (97 კგ), ლაშა ლომთაძე (57 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ. ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებიდან, ჩემპიონობისათვის ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ) იბრძოლებს, ხოლო  დავით ბაკურაძე (63 კგ), იური ლომაძე (72 კგ)…

მეტი

მეორე ბრინჯაო ბუქარესტიდან – ელიზბარ ოდიკაძემ ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა

მეორე ბრინჯაო ბუქარესტიდან – ელიზბარ ოდიკაძემ ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოდიკაძემ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი 0:3 დაამარცხა და კარიერაში მეხუთე ევროპული მედალი მოიპოვა. ოდიკაძის ბრინჯაო საქართველოს ნაკრებისთვის მეორეა. 79კგ წონით კატეგორიაში, ნიკა კენჭაძემ სადებიუტო გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა.

მეტი

ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ნახევარფინალში გავიდა. 1/4 ფინალში, ქართველმა ფალავანმა თურქი იასარლი 0:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ოდიკაძე, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ერთადერთი ქართველი მოჭიდავეა, რომელიც ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. ფინალში გასასვლელად ოდიკაძეს ბელარუს ალექსანდრ ჰუშტინს დაეჭიდება. ფინალური ბლოკი, თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

მეტი
1 2