საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი “სპორტსმენი365”

საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი “სპორტსმენი365”

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტსმენთა კომისიის ორგანიზებით, ქალაქ ბორჯომში სასტუმრო “ოლიმპში” საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი – „სპორტსმენი365“ ჩატარდა. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები და მათი მწვრთნელები. სემინარის პერიოდში სპორტსმენებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და პრეზენტაციები მათი უფლებების, წარმატებული ასპარეზობის, მომავალი კარიერული დაგეგმვის, მენტალური და ფიზიკური სიძლიერის საკითხებზე, სრული ინფორმაცია მიიღეს გარიგებული თამაშების უარყოფით მხარეებსა და საფრთხეებზე. ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულყოფილად არის გაშუქებული სოკ-ის სასწავლო-საინფორმაციო ონლაინ პლატფორმაზე „სპორტსმენი365“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო სპორტსმენთა შორის. აღნიშნული…

მეტი

სეოკში ოლიმპიური ჩემპიონები და მოსწავლეები დააჯილდოვეს

სეოკში ოლიმპიური ჩემპიონები და მოსწავლეები დააჯილდოვეს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. დღის წესრიგის მთავარი თემა იყო კოვიდ-19-ით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება. ამ საკითხზე აღმასკომის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კორონავირუსის პანდემიამ არსებითად შეცვალა მსოფლიო სპორტის დღის წესრიგი, ფაქტობრივად შეწყდა ყოველგვარი სპორტული აქტივობა, გაუქმდა ან გადაიდო მნიშვნელოვანი ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებები. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2021 წლამდე გადავადდა ყველაზე მთავარი მულტისპორტული შეჯიბრება…

მეტი

ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ

ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები. ოფიციალური წერილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივანისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო. წერილის თანახმად, სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC-ს 2020 წლის 31 ივლისამდე უნდა წარუდგინოს. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია. საქართველომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილი წელს…

მეტი

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ პირველი ეტაპი დასრულდა. სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი და გასახდელები სრულად განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ბერშუეთელმა მოსწავლეებმა ბევრი სხვა საჩუქარიც მიიღეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. სამინისტროსგან ეს არ იყო ერთადერთი საჩუქარი. უწყებისგან ბერშუეთელმა მოზარდებმა…

მეტი

თბილისი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის საბჭოს სხდომას მასპინძლობს

თბილისი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის საბჭოს სხდომას მასპინძლობს

საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის (აერადო) საბჭოს სხდომა და შედეგების მართვის ტრენინგი იმართება. ორდღიანი ღონისძიება სასტუმრო „მოქსი“-ში გაიხსნა. კონფერენციაზე დასასწრებად თბილისს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი სებასტიან ჟილო და ამავე სააგენტოს ანტიდოპინგური პროგრამების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ტომ მეი. გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ეროვნული…

მეტი