ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება

ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. სააგენტო 2017 წლის 23 მარტს შეიქმნა და მისი ფუნქცია საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი, ანუ ინვესტორის მიერ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა იყო. „სააგენტო განიხილავდა და ათანხმებდა ინვესტორის სადამფუძნებლო სტრუქტურის ცვლილების საკითხებს, ინვესტორის…

მეტი

ეკონომიკის მინისტრს სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის შესახებ არ სმენია

ეკონომიკის მინისტრს სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის შესახებ არ სმენია

“ნახევარი წელია, დაახლოებით, რაც სახელმწიფო სტრუქტურებში ვმუშაობ. არ შემიმჩნევია ასეთი შემთხვევა, სადაც კორუფციული გარიგება იყო და არც მსმენია ამის შესახებ არავისგან”, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ დღეს გააკეთა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით,  ქვეყნაში კორუფცია პრობლემა ნამდვილად არ არის. “ბევრი პრობლემა გვაქვს მთავრობაშიც, ქვეყანაშიც. ამ პრობლემებს ჩვენ ვწყვეტთ, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფცია ნამდვილად არ არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს”, – განაცხადა ქობულიამ. რამდენად გავრცელებულია, ან არ არის გავრცელებული კორუფცია სამინისტროებში?…

მეტი