„ლოკომოტივმა“ ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებს საფეხბურთო ინვენტარი აჩუქა და თასის ფინალზე მიიწვია

„ლოკომოტივმა“ ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებს საფეხბურთო ინვენტარი აჩუქა და თასის ფინალზე მიიწვია

საფეხბურთო კლუბმა თბილისის „ლოკომოტივი“, საოკუპაციო ზოლთან მდებარე, სოფელ ბერშუეთის მოსწავლეებს საჩუქრად საფეხბურთო ინვენტარი გადასცა. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, კლუბისგან საჩუქრები მოზარდებს გუნდის მედიაოფიცერმა, ეკა ელოშვილმა და მენეჯერმა, შოთა გოგიტაურმა ჩაუტანეს. ეკა ელოშვილის თქმით, „ლოკომოტივი“ მომავალშიც გააგრძელებს ბერშუეთის სკოლასთან მეგობრობას. კლუბი, 7 დეკემბერს, მოზარდებს, საქართველოს თასის ფინალზე დაპატიჟებს. ეკა ელოშვილი: „მადლობას ვუხდით კამაპანიას „ძლიერები არ ძალადობენ“, საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ სახელით, რომ მოგვეცა საშუალება კიდევ ერთ კარგ საქმეში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ ჩამოვუტანეთ ბავშვებს მცირე საჩუქარი. ფეხბურთი,…

მეტი

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ პირველი ეტაპი დასრულდა. სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი და გასახდელები სრულად განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ბერშუეთელმა მოსწავლეებმა ბევრი სხვა საჩუქარიც მიიღეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. სამინისტროსგან ეს არ იყო ერთადერთი საჩუქარი. უწყებისგან ბერშუეთელმა მოზარდებმა…

მეტი