რა შეცდომები დაუშვა ტრამპმა ცნობილ სკანდალურ წერილში?

რა შეცდომები დაუშვა ტრამპმა ცნობილ სკანდალურ წერილში?

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ შეხედულებები კვლავ რადიკალურად განსხვავებულია: ზოგს ის მოსწონს, ზოგი მის გაპრეზიდენტებას შეცდომად თვლის. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ტრამპი, უბრალოდ, სასოწარკვეთილებაში აგდებს – ესენი თარჯიმნები და ინგლისურის მასწავლებლები არიან. ამ სასოწარკვეთილების მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი საკუთარი აზრების გამოთქმას – სიტყვიერად თუ წერილობით – ერთობ კრეატიულად უდგება. თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი გამოთქმები სხვა ენებზე მაინც ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურება, რადგან თარჯიმნები, როგორც წესი, ცდილობენ გადმოსცენ ნათქვამის საერთო აზრი და არა…

მეტი

“ნუ იქნები სულელი!” – ერდოღანმა ტრამპის წერილი სანაგვეში მოისროლა

“ნუ იქნები სულელი!” – ერდოღანმა ტრამპის წერილი სანაგვეში მოისროლა

თურქეთის ლიდერმა, რეჯებ ტაიმ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი ნაგვის ურნაში ისროლა, – იტყობინება BBC-ის კორესპოდენტი თურქეთიდან. წერილი ტრამპმა ერდოღანს სირიის ქურთთა ტერიტორიაზე თურქეთის არმიის შეჭრის წინ, 9 ოქტომბერს გაუგზავნა, თუმცა კონფიდენციალური გზავნილის ტექსტი ცნობილი მოგვიანებით გახდა. წერილის ნამდვილობას თეთრი სახლი ადასტურებს. გზავნილში უხვადაა ტრამპისთვის დამახასიათებელი ტერმინები, რასაც ის საუბრის დროს ხშირად იყენებს: “ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო: მოდით, კარგი გარიგება დავდოთ! თქვენ არ გინდათ, რომ დაგადანაშულონ ათასობით ადამიანის სიკვდილსა და განადგურებაში; მე კი არ მინდა, პასუხისმგებელი…

მეტი

უსამა ბინ ლადენის შვილი აშშ-ის კონტრტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა

უსამა ბინ ლადენის შვილი აშშ-ის კონტრტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ “ალ-ქაიდას” დამაარსებლის, უსამა ბინ ლადენის მემკვიდრე, ხამზა ბინ ლადენი აშშ-ის ოპერაციის დროს დაიღუპა. თუმცა, სად და როდის ჩატარდა ეს ოპერაცია, ინფორმაცია ამის თაობაზე ჯერჯერობით არ ვრცელდება. ხამზას ადგილსამყოფელის დასადგენად, მის სიკვდილამდე, ჯილდოს სახით, სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 მლნ დოლარი დააწესა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ალ-ქაიდას” დაჯგუფების გავლენიანი წევრისა და უსამა ბინ ლადენის ვაჟის სიკვდილი ამ ტერორისტულ დაჯგუფებას მნიშვნელოვნად დაასუსტებს. თავად უსამა ბინ ლადენი ამერიკულმა სპეცდანიშნულების ძალებმა 2011 წელს,…

მეტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში, მხარდამჭერებთან გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ვადით ასარჩევად, საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს. “დღეს აქ ვდგავარ თქვენს წინაშე, რათა ოფიციალურად განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ასარჩევად კამპანიას ვიწყებ. გპირდებით, რომ არასოდეს გიღალატებთ”, – მიმართა ტრამპმა ამომრჩევლებს და მათ მხარდაჭრისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპი სცენაზე მელანიასთან ერთად გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ მოხარულია იმის გამო, რომ პირველი ლედის სტატუსს კიდევ 6 წელი შეინარჩუნებს. მიტინგზე სიტყვით ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი და…

მეტი

“სამეფო კარის თამაშები” პოლიტიკაში: HBO ტრამპს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ გამოიყენოს სერიალი პოლიტიკური მიზნებისთვის

“სამეფო კარის თამაშები” პოლიტიკაში: HBO ტრამპს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ გამოიყენოს სერიალი პოლიტიკური მიზნებისთვის

ტელეარხი HBO აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ სთხოვს, არ გამოიყენოს სერიალის სტილისტიკა და სიმბოლოები მის პოლიტიკურ კოლაჟებში. სერიალის შემქმნელების თქმით, ტრამპი ამას პირველად არ აკეთებს. 18 აპრილს პრეზიდენტის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა კოლაჟი, რომელშიც ტრამპის სილუეტი ნისლის ბურუსშია გახვეული. სურათს ახლავს წარწერა, რომელიც “სამეფო კარის თამაშებში” გამოყენებული შტრიფტითაა აკრებილი: “თამაში დასრულდა! მოძულეებსა და მემარცხენე რადიკალ დემოკრატებს: არავითარი შეთქმულება! არავითარი ობსტრუქცია!”   ტრამპის “ტვიტერის” პოსტს HBO-ს პრეს-სამსახური მალევე გამოეხმაურა და საკუთარი აღშფოთება გამოხატა: “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ…

მეტი

პულიცერის პრემიის – ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატები გამოვლინდნენ

პულიცერის პრემიის – ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატები გამოვლინდნენ

ამერიკული ჟურნალისტიკის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – პულიცერის პრემიის ლაურეატები New York Times, Wall Street Journal და Capital Gazette გახდნენ. Capital Gazette მერილენდში გამოდის. გასული წლის ივნისში გაზეთის რედაქციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და სროლა ატეხა. თავდასხმის შედეგად, 5 ჟურნალისტი დაიღუპა. ტრაგედიის მიუხედავად, მეორე დღეს რედაქციის ყველა გადარჩენილი თანამშრომელი სამსახურში მივიდა, გაზეთზე მუშაობა დაიწყო და პარასკევის ნომრის პირველი გვერდები დაღუპულ კოლეგებს მიუძღვნა. მოგვიანებით, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეიარაღებული თავდასხმის მოტივი გაზეთის წინააღმდეგ წაგებული სასამართლო დავა იყო. თავდამსხმელს გამოცემა გამოძალვაში…

მეტი

აშშ-ის პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კედლის ასაშენებლად საჭირო დაფინანსების მისაღებად, მექსიკის საზღვართან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და კონგრესისთვის გვერდის ავლას ასე შეძლებს. აშშ-ის პრეზიდენტმა სიცრუე უწოდა დემოკრატების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ კონტრაბანდის დიდი ნაწილი ქვეყანაში საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან შემოდის და არა საზღვრის იმ მონაკვეთიდან, სადაც ტრამპი კედლის აშენებას აპირებს. ტრამპმა აღნიშნა, რომ კედლის აშენების შემთხვევაში, სიტუაცია საზღვართან მკვეთრად გაუმჯობესდება და იქ სამხედროების განლაგება საჭირო აღარ გახდება. “აქედან შემოდის ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკები,…

მეტი

აშშ-ს კვლავ “შათდაუნი” ემუქრება

აშშ-ს კვლავ “შათდაუნი” ემუქრება

აშშ-ის კონგრესში, მოლაპარაკებები რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, ჩიხში შევიდა. ამიტომ ქვეყანა კვლავ “შათდაუნის” ზღვარზეა, რაც სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. მოლაპარაკების მონაწილეები შეთანხმების მიღწევას ორშაბათს იმედოვნებდნენ, რაც კონგრესს საშუალებას მისცემდა, პარასკევამდე ბიუჯეტი დაემტკიცებინა. 15 თებერვალს მთავრობის მუშაობის დროებითი ამოქმედების ვადა იწურება. სახელმწიფო დაწესებულებების, სამი კვირის ვადით, სრულფასოვანი მუშაობის განახლების შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 იანვარს განაცხადა – აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 35 დღიანი “შათდაუნის” შემდეგ. თუმცა “შათდაუნის” შემდეგ დაწყებული მოლაპარაკებების დროს, ყველაზე სადაო საკითხი კვლავ…

მეტი

აშშ-მ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი აღიარა

აშშ-მ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი აღიარა

დონალდ ტრამპმა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად, ოფიციალურად აღიარა. მანამდე, 23 იანვარს გუაიდომ თავი გამოაცხადა პრეზიდენტად. აშშ-ის მთავრობა  გუაიდოს მხარდაჭერაზე ყოველთვის მიანიშნებდა და მადუროს წასვლისკენ მოუწოდებდა. ტრამპის აღიარების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: “ვენესუელელი ხალხი უკვე დიდი ხანია იტანჯება მადუროს საშინელი დიქტატურის ქვეშ”. აშშ-მ მოუწოდა მადუროს, გვერდზე გადგეს “ლეგიტიმური ლიდერის სასარგებლოდ”. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებს ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტთან ერთად, რათა ვენესუელა დემოკრატიისკენ შემობრუნდეს….

მეტი

დონალდ ტრამპი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავებს ფასტ-ფუდით გაუმასპინძლდა (ვიდეო)

დონალდ ტრამპი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავებს ფასტ-ფუდით გაუმასპინძლდა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავებს, Clemson Tigers-ის მოთამაშეებს, თეთრ სახლში უმასპინძლა და ფასტ-ფუდით გაუმასპინძლდა. როგორც ტრამპმა სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, გუნდისთვის სადღესასწაულო საკვები თავად შეუკვეთა და პირადად გადაიხადა. ”დიდი ბიჭები მყავს სტუმრად, რომლებსაც სმა-ჭამა უყვართ. ჰოდა, პიცა, ჰამბურგერი, ბიგ-მაკი და უამრავი პომესი შევუკვეთე. დიდებულია ამერიკული საკვები”, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

მეტი
1 2