ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია

ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია

ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, წლის პირველი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. -100 კგ წონით კატეგორიაში, ლიპარტელიანმა გზიდან ძალიან რთული მეტოქეები ჩამოიშორა, ფინალში კი აზერბაიჯანელ მეტოქეს აჯობა და წელი ოქროს მედლით გახსნა. დოჰას მასტერსზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ტატო გრიგალაშვილი, ოქროს ფინალში დამარცხდა ბექა ღვინიაშვილი და ვერცხლს დასჯერდა, ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა ბექაური კი ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.

მეტი

ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფი და ოქრო დოჰაში

ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფი და ოქრო დოჰაში

წლის პირველ ტურნირზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონის ტიტული 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) დაიმსახურა, რომელმაც ფინალამდე ძალიან ძლიერი მეტოქეები ჩამოიშორა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. გრიგალაშვილმა, გასული წლის მიწურულს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ერთადერთი აღმოჩნდა ეროვნულ გუნდში, ვინც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. გუშინ, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) ბრინჯაოს აღება მოახერხა.

მეტი

ძიუდოს ეროვნული ნაკრების დოჰას მასტერზე გაემგზავრა

ძიუდოს ეროვნული ნაკრების დოჰას მასტერზე გაემგზავრა

დოჰას მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 15 სპორტსმენით გამოვა, აქედან 13 მამაკაცია, ორი კი ქალი. ეროვნული გუნდი ყატარის დედაქალაქში გამთენიას გაემგზავრა. წლის პირველი ტურნირისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: -60 კგ ლუხუმ ჩხვიმიანი თემურ ნოზაძე -66 კგ ბაგრატ ნინიაშვილი ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ ლაშა შავდათუაშვილი -81 კ ლუკა მაისურაძე ტატო გრიგალაშვილი -90 კგ ლაშა ბექაური ბექა ღვინიაშვილი -100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი +100 კგ გურამ თუშიშვილი გელა ზაალიშვილი ლევან მატიაშვილი ქალები -52 კგ ტატიანა ლევიცკაია შუკვანი -57 კგ…

მეტი