“კაპიტანი ფანტასტიკა” -IJF-ის სტატია ვარლამ ლიპარტელიანზე

“კაპიტანი ფანტასტიკა” -IJF-ის სტატია ვარლამ ლიპარტელიანზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ხვალ დიუსელდორფის გრან სლემზე იასპარეზებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ქართველ კაპიტანს სპეციალური სტატია მიუძღვნა, რომლის თარგმანიც ფეისბუქ გვერდმა – We love Judo-მ გაავრცელა. “ელიტარული ათლეტი როცა სერიოზული პრობლემების წინაშე დგება, მას შეუძლია გადალახოს ეს ყველაფერი. გარდა იმისა, თუ რამხელა პასუხისმგებლობას ატარებს ვარლამი მისი ქვეყნისადმი. მსოფლიოს პირველი ნომერი ლიპარტელიანი, სავარაუდოდ, კარიერაში საუკეთესო ფორმაშია, მაშინ როცა მან გაუძლო საკმაოდ ხმაურიან და დაძაბულ დროს  თავის ქვეყანაში. 29 წლის ძიუდოისტმა მასტერსი და პარიზის…

მეტი

დიუსელდორფის გრან სლემი: გერმანიიდან შავდათუაშვილს ბრინჯაო მოაქვს

დიუსელდორფის გრან სლემი: გერმანიიდან შავდათუაშვილს ბრინჯაო მოაქვს

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ) ნახევარფინალში გამსვლელი შეხვედრა რუს მოგუშკოვთან დათმო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც გერმანელ ანტონი ცინგს სძლია და ეროვნულ გუნდს მეორე მედალი მოუტანა. დღეს საწყის ეტაპზევე გამოვარდნენ ფრიდონ გიგანი (-73კგ), ბექა დონღვანი და გიორგი კაციაშვილი (ორივე -81კგ). ტურნირის პირველ დღეს, ბრინჯაოს მედალს ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ) დაეუფლა. დიუსელდორფის გრან სლემი ხვალ დასრულდება. საფინალო დღეს მედლების კომპლექტი -90, -100 და…

მეტი

ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრან სლემზე ბრინჯაო მოიპოვა

ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრან სლემზე ბრინჯაო მოიპოვა

პირველი მედალი დიუსელდორფის გრან სლემზე, საქართველოს ნაკრებს ლუხუმ ჩხვიმიანმმა (-60კგ) მოუტანა. ქართველ ფალავანს ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან ნახევარფინალური დაპირისპირება ვაზარით წააგო და ბრინჯაოზე გადაინაცვლა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩხვიმიანი კორეელ ჰარიმ ლეეს შეხვდა და იპონით სძლია. რაც შეეხება რობერტ მშვიდობაძეს, ის ვერცხლის მედალს დასჯერდა. ოქროს მედლის მფლობელი ამ წონით კატეგორიაში რიუჯუ ნაგაიამა გახდა. ხვალ ძალებს სპორტსმენები -73 და -81 კგ წონით კატეგორიებში მოსინჯავენ.

მეტი

დიუსელდორფის გრან სლემზე ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

დიუსელდორფის გრან სლემზე ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

დიუსელდორფის გრან სლემის ფინალში რობერტ მშვიდობაძე იჭიდავებს. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) ნახევარფინალური დაპირისპირება, რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან ვაზარით დათმო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ქართველი ფალავნის მეტოქე, კორეელი ჰარიმ ლეე იქნება. ფინალური ბლოკი, თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

მეტი

დიუსელდორფის გრან სლემი: ჩხვიმიანი, ფინალში გასასვლელად, რუსეთის სახელით მოასპარეზე მშვიდობაძეს დაუპირისპირდება

დიუსელდორფის გრან სლემი: ჩხვიმიანი, ფინალში გასასვლელად, რუსეთის სახელით მოასპარეზე მშვიდობაძეს დაუპირისპირდება

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე გრან სლემის პირველი საშეჯიბრო დღეს, -60 კგ წონით კატეგორიის ფინალში გასასვლელად ლუხუმ ჩხვიმიანი, რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს დაუპირისპირდება. ჩხვიმიანი ერთადერთი ქართველი სპორტსმენია დღევანდელ დღეს, რომელსაც მედლის მოპოვების შანსი აქვს. საინტერესოა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად, ლუხუმ ჩხვიმიანმა, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე, ქართველი ლუკა მხეიძე დაამარცხა. ამავე წონით კატეგორიაში, ჯაბა პაპინაშვილი ესპანელ გარიგოსთან დამარცხდა, -66 კგ წონით კატეგორიაში გიორგი გუგულაშვილმა პირველვე შეხვედრა სლოვენიელ მეტოქესთან წააგო. ფოტო: IJF

მეტი

დიუსელდორფის გრან სლემი: ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებია

დიუსელდორფის გრან სლემი: ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, პარიზის შემდეგ, დიუსელდორფის გრან სლემზე გამოვა. გერმანული ტურნირისთვის ეროვნული გუნდის განაცხადში მცირე ცვლილებებია. თუკი პარიზში, 90 კგ წონით კატეგორიაში ნაკრებს წარმომადგენელი საერთოდ არ ჰყავდა, დიუსელდორფში, ამ წონაში, ავთანდილ ჭრიკიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი იჭიდავებენ. პარიზის გრან სლემის ბრინჯაოს პრიზიორი, თემურ ნოზაძე გერმანიაში აღარ იჭიდავებს, მის ნაცვლად -60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვა. -66 კგ წონაში, ვაჟა მარგველაშვილს გიორგი გუგულაშვილი შეუწყვილდება, 81 კილოში კი კობა მჭედლიშვილის ნაცვლად გიორგი კაციაშვილი და ბექა დონღვანი იასპარეზებენ….

მეტი