6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ოქრო და 1200-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი – 2019 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. წლის ბოლო დღეს „რეკორდერი“ ქართული სპორტის წელს აჯამებს. ისტორიაში პირველად, 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ქვეყანაში კი, სხვადასხვა ტურნირებიდან, ქართველმა სპორტსმენებმა 400-ზე მეტი ოქროს მედალი ჩამოიტანეს. 6 მსოფლიო ოქროდან, 4 მედალი ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა იმედები ქართველ გულშემატკივარს არც ამჯერად გაუცრუა და მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში საქართველოს…

მეტი

ჩისკო: “დინამომ” ეს მოთხოვნა წამიყენა – Exclusive

ჩისკო: “დინამომ” ეს მოთხოვნა წამიყენა – Exclusive

“დინამო თბილისს” ჩისკო მუნიოსი აღარ გაწვრთნის. ესპანელმა სპეციალისტმა “რეკორდერს” ექსკლუზიურად დაუდასტურა კლუბიდან წასვლა და გაშვების მიზეზებზე ისაუბრა. მუნიოსის განცხადებით, “დინამომ” მას მწვრთნელის პრო ლიცენზია მოსთხოვა, რომლის სწავლებასაც ესპანელი ამ დრომე გადის. “დიახ, არ ვაგრძელებ თანამშრომლობას “დინამოსთან”, იმიტომ, რომ ველოდები პრო ლიცენზიას და არ ვიცი ეს ლიცენზია იქნება 1 დღეში თუ 5 თვეში. “დინამომ” მე ეს მოთხოვნა წამიყენა. სიმართლე არის ის, რომ მე “დინამო” მიყვარს და ის ჩემი ცხოვრებაა”, – განუცხადა “რეკორდერს” ესპანელმა. ჩისკო მუნიოსმა “დინამო…

მეტი

ჩისკო გაუშვეს, “დინამო თბილისს” კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

ჩისკო გაუშვეს, “დინამო თბილისს” კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

“დინამო თბილისს” კახა ჩხეტიანი გაწვრთნის. “რეკორდერს” კლუბიდან წასვლა გუნდის უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმაც დაუდასტურა. ამ ინფორმაციას “რეკორდერს” უდასტურებენ კლუბშიც. ესპანური სამწვრთნელი შტაბი გუნდიდან დათხოვნილია, თუმცა მიზეზები ჯერ-ჯერობით, უცნობია. ხისკო მუნიოსმა და ფელის ვისენტემ, 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1-ის სეზონი ტრიუმფით დაასრულეს, 10 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და სამ წლიანი პაუზის შემდეგ, “დინამოს” ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინეს. “რეკორდერის” ინფორმაციით, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ესპანელს პრო ლიცენზიის საკითხზე წაუყენა მოთხოვნა, რომელიც ჩისკოს ამ დრომდე არ აუღია.

მეტი

“დინამო თბილისი” საქართველოს 17-გზის ჩემპიონია

“დინამო თბილისი” საქართველოს 17-გზის ჩემპიონია

“კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” ჩემპიონი, სამ წლიანი პაუზის შემდეგ, “დინამო თბილისი” გახდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მეჩვიდმეტედ მოიგო. ეროვნული ლიგა 1-ის 36-ე ტურს ინტრიგა ისევ ჰქონდა შერჩენილი, რადგან, თუკი ხისკო მუნიოსის გუნდი, “დინამო არენაზე” “ვიტ ჯორჯიას” დამარცხებას ვერ მოახერხებდა, ხოლო “მიხეილ მესხზე” “ლოკომოტივს” ბათუმის “დინამო” მოუგებდა, ჩემპიონის ტიტულს სწორედ აჭარული გუნდი მოიპოვებდა. თუმცა, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. “დინამო თბილისმა” ანგარიში ლევან კუტალიას გოლით გახსნა, რომლისთვისაც ეს გოლი 20-ე იყო და…

მეტი

“დილამ” და “დინამო თბილისმა” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს

“დილამ” და “დინამო თბილისმა” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს

ეროვნული ლიგა 1-ის 35-ე ტურის მატჩი, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გორის “დილასა” და “დინამო თბილისს” შორის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი ბანერით გაიხსნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ლიგის ბინადარი კლუბები, კიდევ ერთხელ აფიქსირებენ ქართველი ექიმის მიმართ მხარდაჭერას და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. საოკუპაციო რეჟიმმა, ქართველი ექიმი 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანანოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა და 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მეტი

რომან ფიფია: “დინამო თბილისი“ ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია

რომან ფიფია: “დინამო თბილისი“ ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია

„დინამო თბილისი“ ქართული საფეხბურთო გუნდებიდან ერთადერთი იყო, რომელმაც ევროსარბიელზე ყველაზე კარგი შედეგი და ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა. ფეხბურთი, რომელიც იმედის საფუძველს იძლევა… სამწუხაროა, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, საქართველოს ჩემპიონისგან განსხვავებით, წილისყრაში არ გაუმართლა და ისეთ გუნდს შეახვედრა, როგორიც ჰოლანდიური „ფეინოორდია“. „დინამომ“ პირველი მატჩი წააგო, განმეორებით შეხვედრაში ჩისკო მუნიოსის გუნდს სითამამე დააკლდა, მაგრამ დაანახა საზოგადოებას, რომ მას მომავალი აქვს და ამ თამაშის მოგებაც შეეძლო. არის თუ არა ის ხარისხი და შედეგი დამაკმაყოფილებელი კლუბის პრეზიდენტისთვის, რომან ფიფია…

მეტი

ევროპის ლიგას “დინამო თბილისიც” დაემშვიდობა

ევროპის ლიგას “დინამო თბილისიც” დაემშვიდობა

ევროტურნირებს უკანასკნელი ქართული გუნდიც დაემშვიდობა. “დინამო თბილისმა”, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, “დინამო არენაზე”, უმაყურებლოდ ჩაატარა, მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულა და ევროსარბიელზე ასპარეზობა დაასრულა. “დინამოს” მწვრთნელების გადაწყვეტილებით, გუნდმა მთელი მატჩი მეორე ნომრად ჩაატარა და გოლის გასატანად საკუთარ შანსს დაელოდა, რაც ლევან შენგელიამ 52-ე წუთზე მოახერხა, თუმცა ქართველი ფეხბურთელების სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. ზუსტად 3 წუთში, როტერდამელებმა ბოტეგინის გოლით წონასწორობა აღადგინეს. “დინამოს” კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა მეორე ტაიმში, თუმცა შენგელიას გადაცემით,…

მეტი

უეფამ “დინამო თბილისის” მიმართ მკაცრი სანქცია არ შეცვალა

უეფამ “დინამო თბილისის” მიმართ მკაცრი სანქცია არ შეცვალა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, “დინამო თბილისის” აპელაცია, მათ მიმართ გამოტანილი მკაცრი სანქციის შეჩერების თაობაზე არ დააკმაყოფილა. გუნდი ამ ინფორმაციას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს. “სამწუხაროდ უეფამ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და როტერდამის ფეიენორდთან მოახლოებული მატჩი დინამო არენაზე გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის”,- ნათქვამია განცხადებაში. უეფამ “დინამო”, გაბალაში, ფანების მიერ გამოფენილი ბანერის გამო დასაჯა, რომელიც ნაცისტურ სიმბოლოდ მიიჩნიეს. “დინამო თბილისსა” და “ფეინოორდს” შორის დაპირისპირება, 15 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება.

მეტი

ბანერი, რომლის გამოც უეფამ “დინამო თბილისი”დასაჯა

ბანერი, რომლის გამოც უეფამ “დინამო თბილისი”დასაჯა

უეფას გადაწყვეტილებით, “დინამო თბილისი” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას, “ფეინოორდის” წინაღმდეგ, “დინამო არენაზე”, 15 აგვისტოს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. ამის მიზეზი კი, უეფას განმარტებით გახდა ბანერი, რომელიც ნაცისტურ სიმბოლიკას შეიცავდა, რიცხვით – 88. როგორც”დინამო თბილისმა” “რეკორდერს” განუმარტა, ბანერზე, არა 88, არამედ 1988 წელი აწერია, თარიღი, როდესაც ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა კომპაქტურადდა ჯგუფურად დაიწყო გუნდის გასვლით თამაშებზე სიარული. სწორედ ამ თარიღს აღნიშნავს ბანერზე დატანილი წელი და სლოგანი – old school. კლუბში ამბობენ, რომ უეფაში გადაწყვეტილება უკვე…

მეტი

უეფამ “დინამო თბილისი” დასაჯა – “ფეინოორდთან” მაყურებლების გარეშე

უეფამ “დინამო თბილისი” დასაჯა – “ფეინოორდთან” მაყურებლების გარეშე

უეფამ “დინამო თბილისი” დასაჯა -ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი, “ფეინოორდთან”, “დინამო არენაზე” მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას “ფეინოორდის” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ჰოლანდიური კლუბი არ წერს იმ მიზეზებზე, თუ რატომ მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება, თუმცა საკუთარ გულშემატკივარს მოუწოდებს, თავი შეიკავოს 15 აგვისტოს მატჩზე დასასწრები ბილეთის გაყიდვისგან. კლუბის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა “დინამო” უეფას ამ გადაწყვეტილებას. “ფეინოორდი” იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც უკვე შეიძინა “დინამო არენაზე” დასასწრები ბილეთები, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. უეფას…

მეტი
1 2 3