დიაგნოზი ფოტოთი: ამერიკელი მეცნიერების ახალი გამოგონება

დიაგნოზი ფოტოთი: ამერიკელი მეცნიერების ახალი გამოგონება

ამერიკულმა კომპანიამ FDNA შექმნა რევოლუციური პროგრამა DeepGestalt. ე.წ. ღრმა შესწავლის ალგორითმის მეშვეობით, სისტემას მხოლოდ ფოტოსურათის გამოყენებით შეუძლია გენეტიკური დაავადებების აღმოჩენა. FDNA-ს გამოკვლევა ჟურნალში – Nature Medicine გამოქვეყნდა. ხელოვნურმა ინტელექტმა შეისწავლა გენეტიკური დაავადებების მქონე 17 ათასამდე ადამიანის გამოსახულება, რათა მიღებული მონაცემების საფუძველზე დაგროვილი ინფორმაციის მეშვეობით, ფოტოსურათის გამოყენებით, შესძლებოდა დიაგნოზის დასმა. ტესტირების ეტაპზე, DeepGestalt-ის სისტემამ, ექიმებთან შედარებით, ბევრად უკეთესი შედეგები აჩვენა. აღმოჩენის ერთადერთ პრობლემად იმას ასახელებენ, რომ ვირტუალური ტესტის გაკეთება პირის ნებართვის გარეშეა შესაძლებელი, რაც პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლებას არღვევს….

მეტი