რეპერი ლილ უიენი, მაყურებლის წინაშე, “შოთა, ვაჟა, გალაკტიონი”-ს ჯინსით წარსდგა

რეპერი ლილ უიენი, მაყურებლის წინაშე, “შოთა, ვაჟა, გალაკტიონი”-ს  ჯინსით წარსდგა

რეპერი, ოთხი გრემის მფლობელი ლილ უიენი, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჯინსის ქურთუკით – “შოთა, ვაჟა, გალაკტიონი”-ით წარსდგა მაყურებლის წინაშე. მუსიკოსი, Vetements-ის ჯინსით, Pot of Gold-ის ფესტივალზე, არიზონაში  იხილა მაყურებელმა. ფოტო, “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე, თავად ლილ უეინმა გაავრცელა.

მეტი

დემნა გვასალიას კონცეფციით, ლონდონში “ბალენსიაგას” ახალი მაღაზია გაიხსნა

დემნა გვასალიას კონცეფციით, ლონდონში “ბალენსიაგას” ახალი მაღაზია გაიხსნა

დემნა გვასალიამ ლონდონში საწყობის კონცეფციის მაღაზია გახსნა. შარშან “ბალენსიაგა” მილანის ყველაზე ცნობილ სავაჭრო ქუჩას, მონტე  ნაპოლეონეს შეუერთდა. წელს პირველი ახალი მაღაზია ლონდონში, სლოანის ქუჩაზე გაიხსნა. “ბალენსიაგა” “ერმენეჯილდო ზენიას” სივრცეს დაიკავებს. ვიტრინა კვლავ ჰიპერ-რეალური მანეკენებით იქნება გაფორმებული, თუმცა ამჯერად განსხვავება იმაშია, რომ მანეკენები ბრენდის ექსკლუზიური მოდელების გარეგნობით შექმნეს. ელიზა დუგლასი და ტაკატო ჰარაშიმა “ბალენსიაგას” წამყვანი სახეები არიან. სწორედ მათ მანეკენებს იხილავენ ლონდონში მისული მყიდველები. სლოანის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ექსკლუზიურად გაიყიდება ტყავის ჩანთა, რომელსაც სიმბოლურად “London” ეწერება….

მეტი

ბრიტანულმა მაღაზიამ დემნა გვასალიას ჰუდი გაყიდვიდან ამოიღო

ბრიტანულმა მაღაზიამ დემნა გვასალიას ჰუდი გაყიდვიდან ამოიღო

ბრიტანულმა მაღაზია Harrods-მა,  დემნა გვასალიას მიერ Vetements-ისთვის შექმნილი ჰუდი გაყიდვებიდან ამოიღო. როგორც დასავლური მედია იტყობინება, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მაღაზიის მეპატრონეებმა აღმოაჩინეს, რომ ზედატანზე უცენზურო წარწერა იყო დატანილი. ცნობილი მაღაზიათა ქსელის პერსონალს ჰუდზე განთავსებული რუსული ანბანი ქართული ეგონა. მაღაზიის კონსულტანტებს თვალი Financial Times-ის ჟურნალისტმა, მაქს სედონმა აუხილა. Twiiter-ის საკუთარ გვერდზე მან დაწერა, რომ რეალურად, ჰუდზე განთავსებული წარწერა არის რუსულ ენაზე და მისი მიახლოებული თარგმანიც მიუთითა. მანამდე, დემნა გვასალიას დიზაინით გაკეთებული ჰუდს მაღაზია 680 ფუნტად…

მეტი